კეცალკოატლი (პტეროზავრი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კეცალკოატლი

კეცალკოატლის ჩონჩხის რეკონსტრუქცია, ჰიუსტონის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მუზეუმი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Quetzalcoatlus Lawson, 1975

კეცალკოატლი (ლათ. Quetzalcoatlus) — ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის პტეროზავრი, რომელიც აღმოჩენილია ჩრდილოეთ ამერიკის ზედაცარცულ ნალექებში (ბინადრობდა დაახლოებით 70,6—66,0 მილიონი წლის წინ).[1]

მისი სახელი მომდინარეობს ძველი ამერიკის ღვთაება კეცალკოატლისგან. გვარში გაერთიანებულია ორი სახეობა: Quetzalcoatlus northropi და Quetzalcoatlus lawsoni[2].

კეცალკოატლის ფრთების შლილის ზუსტი ზომა უცნობია, რადგანაც ნამარხი ნაშთები სრულად არ არის შემორჩენილი, თუმცა პტეროზავრების სხვა სახეობების პროპორციებიდან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ მისი ფრთების შლილი დაახლოებით 12 მეტრს აღწევდა (ზოგიერთი პალეონტოლოგის აზრით — 15 მეტრსაც კი).[3]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Quetzalcoatlus — ინფორმაცია საიტზე. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2021.
  2. Andres B,, Langston W., Morphology and taxonomy of Quetzalcoatlus Lawson 1975 (Pterodactyloidea: Azhdarchoidea)(ინგლისური) // sup1, Journal of Vertebrate Paleontology, 2021, ტ. 41, ISSN 0272-4634, doi:10.1080/02724634.2021.1907587.
  3. Langston, W. (1981). „Pterosaurs“, Scientific American, Р. 244: 122—136.