კეტრინ შვიცერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კეტრინ შვიცერი

კეტრინ შვიცერი ბერლინის მარათონზე, 2011 წელი
დაბადების სახელი კეტრინ შვიცერი
დაბადების თარიღი 5 იანვარი, 1947 (1947-01-05) (77 წლის)
ამბერგი, გერმანია
განათლება ჯორჯ ს. მარშალის უმაღლესი სკოლა
სირკუზის უნივერსიტეტი
საქმიანობა მორბენალი და მწერალი
მეუღლე(ები) ტომ მილერი (1968-1973)
ფილიპ შაუბი
როჯერ რობინსონი (1987-)

კეტრინ ვირჯინია „კეიტ“ შვიცერი (ინგლ. Kathrine Switzer; დ. 5 იანვარი, 1947, ამბერგი, გერმანია)[1]ამერიკელი მარათონის მორბენალი, მწერალი და სატელევიზიო კომენტატორი.[2]

1967 წელს, ის გახდა პირველი ქალი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ბოსტონის მარათონში, დარეგისტრირებული ნომრით. მარათონზე სირბილისას, ერთ-ერთი ორგანიზატორი, ჯოკ სიმპლი ცდილობდა შეეჩერებინა შვიცერი და ჩამოეგლიჯა მისი ოფიციალური ნომერი. შვიცერის შეყვარებულმა, ტომას მილერმა, რომელიც მასთან ერთად ასრულებდა გარბენს, უფლება არ მისცა ეს გაეკეთებინა და ძირს დასცა. ამით, მან საშუალება მისცა კეტრინს, მარათონი დაესრულებინა. აღსანიშნავია, რომ 1972 წლამდე ბოსტონის მარათონზე ქალების მონაწილეობა ოფიციალურად არ იყო დაშვებული.[3]

ცხოვრება და მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვიცერი დაიბადა გერმანიაში, აშშ-ის არმიის გენერლის ოჯახში. მისი ოჯახი შტატებში 1949 წელს დაუბრუნდა. დაამთავრა ჯორჯ ს. მარშალის უმაღლესი სკოლა ვირჯინიაში, რის შემდეგაც ესწრებოდა ლექციებს ლინჩბურგის კოლეჯში.[4] საბოლოოდ სწავლა 1967 წელს, სირაკუზის უნივერსიტეტში გააგრძელა, სადაც ეუფლებოდა ჟურნალისტიკასა და ინგლისურ ლიტერატურას.[4][5] ამავე უნივერსიტეტში, 1968 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი და 1972 წელს მაგისტრის ხარისხი.[6]

1967 წლის ბოსტონის მარათონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც მწვრთნელმა კეტრინს უთხრა, რომ მისნაირი სუსტი ქალი მარათონის გარბენას ვერ შეძლებდა,[7] შვიცერმა ვარჯიშს მიჰყო ხელი და 1967 წელს, 261 ნომრით შეასრულა გარბენი სირაკუზის კლუბის წევრებთან ერთად.[5] მარათონში ქალების მონაწილეობა დასაშვები ამ ფაქტიდან ხუთ წლის შემდეგ გახდა. კეიტის საბოლოო შედეგი (4 საათი და 20 წუთი) მთელი ერთი საათით ჩამორჩებოდა ბობი გრიბის მიერ ხუთი წლის შემდეგ ნაჩვენებ შედეგს.[8] როგორც აღმოჩნდა, შვარცი დარეგისტრირებული იყო კ. ვ. შვარცის სახელით, რაც მისი თქმით, კვალის არევის მიზნით სულაც არ გაუკეთებია და ასე ხშირად აწერდა დოკუმენტებზე ხელს.[9] ფოტომასალა, რომელზეც ჯოკ სიმპლის მიერ კეტრინის მარათონიდან მოხსნის უშედეგო მცდელობაა გამოსახული, მედიაში ფართოდ გავრცელდა.[10] შემდგომში, ბოსტონის სპორტული ასოციაციის დირექტორმა უილ კლოუნიმ, თავის აზრი გამოთქვა კეიტის ქმედებაზე და განაცხადა: „ქალებს არ შეუძლიათ მარათონის გარბენა, რადგან ამას წესები კრძალავს. წესების გარეშე საზოგადოებას ქაოსი მოიცავდა. ამ კანონებს მე არ ვქმნი, მხოლოდ ვცდილობ დავემორჩილო. ჩვენ არარეგისტრირებული მორბენლების ადგილი მარათონზე არ გვაქვს. ეგ გოგონა, რომ ჩემი ქალიშვილი ყოფილიყო, ჭკუას ვასწავლიდი“.[5] საბოლოოდ, მიუხედავად თავდაპირველი წინააღმდეგობისა, 1972 წელს ქალებს პირველად მიენიჭათ ბოსტონის მარათონზე გამოსვლის უფლება. შვიცერს თავისი ქმედების მნიშვნელოვნება სრულიად გათვითცნობიერებული ჰქონდა:

ვიკიციტატა
ვიცოდი, თუ დავნებდებოდი აღარავინ აღარასოდეს დაიჯერებდა, რომ ქალებს 26 მილზე მეტის გარბენა შეეძლოთ. ვიცოდი, რომ დანებების შემთხევავში ამ ფაქტს ყველა მარკეტინგულ გათვლად ჩათვლიდა და ქალების მიერ სპორტში წინ გადადგმულ ყოველ ნაბიჯს უკან დავხევდი. თუ დავნებდებოდი, ბოსტონს ვეღარასოდეს გავირბენდი და ჯოკ სიმპლს და ყველა მისნაირს, გამარჯვების საშუალებას მივცედმი. ჩემი შიში და დამცირება ბრაზად ვაქციე.[11]

შემდგომი შეჯიბრი, მოღვაწეობა და ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1974 წელს, ნიუ-იორკ სითის მარათონზე, შვიცერმა ქალებს შორის პირველი (ხოლო საერთო მონაცემებით 59-ე) ადგილი დაიკავა, საბოლოო შედეგით 3 საათი 7 წუთი და 29 წამი.[12][13] მან მარათონზე გარბენის საუკეთესო მაჩვენებელი (2 საათი 51 წუთი და 37 წამი) ბოსტონში, 1975 წელს დააფიქსირა.[14]

„Runner’s World Magazine“-მა, შვიცერი ათწლეულის ქალ მორბენალად (1967-77) დაასახელა. კეტრინმა, სატელევიზიო სფეროში მოღვაწეობა 1984 წელს, ქალთა ოლიმპიური მარათონის კომენტატორობით დაიწყო, რისთვისაც ემის ჯილდო დაიმსახურა.[3][15] 1997 წელს, მან წიგნი დაწერა, სახელწოდებით „სირბილი და სეირნობა 40 წელს გადაცილებული ქალებისთვის“. 2007 წლის აპრილში, ბოსტონის მარათონზე მისი პირველი გარბენიდან 40 წლის შემდეგ, გამოაქვეყნა მემუარი „ქალები მარათონზე“. 2008 წლის აპრილში, შვიცერის მემუარმა მოიგო „Billie Award“ სპორტში ქალთა წარმოდგენისათვის.[16]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1968 წელს, კეტრინი დაოჯახდა ტომ მილერზე, რომელსაც 1973 წელს გაშორდა. შვიცერი მეორედ გათხოვდა და განქორწინდა საზოგადოებასთან ურთიერთობის აღმასრულებელ დირექტორთან, ფილიპ შაუბთან.[17] 1987 წელს, ცოლად გაჰყვა ბრიტანული წარმომავლობის მორბენალსა და მწერალს როჯერ რობინსონს.[18][19]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Milde, Horst (June 2, 2010). „Kathrine Switzer and Roger Robinson visit the Berlin Sports Museum“. German Road Races e.V. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 8, 2014. ციტირების თარიღი: March 19, 2013.
  2. Lorge Butler, Sarah (April 12, 2012). „How Kathrine Switzer paved the way“. ESPN-W. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 22, 2012. ციტირების თარიღი: July 13, 2012.
  3. 3.0 3.1 Lodge, Denise (April 16, 2012). „Kathrine Switzer: Empowerment through Running“. Impowerage Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 17, 2019. ციტირების თარიღი: May 10, 2012.
  4. 4.0 4.1 1949-, Derderian, Tom, (1996). Boston Marathon : the first century of the world's premier running event. Champaign, IL: Human Kinetics, გვ. 302. ISBN 0880114797. OCLC 33160969. 
  5. 5.0 5.1 5.2 Lady With Desire to Run Crashed Marathon
  6. Wulf, Steve. (March 23, 2015) Supersisters: Original Roster. ESPN. ციტირების თარიღი: June 4, 2015.
  7. First women graduate from US Army Ranger School as gender barriers continue to fall
  8. BAA Marathon Results. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-25. ციტირების თარიღი: 2018-04-05.
  9. 1967 Boston Marathon: The Real Story - Kathrine Switzer - Marathon Woman. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-22. ციტირების თარიღი: 2018-04-05.
  10. Cope, Myron. (April 22, 1968) Angry Overseer Of The Marathon. Sports Illustrated. ციტირების თარიღი: December 5, 2012.
  11. 1967 Boston Marathon: The Real Story - Kathrine Switzer - Marathon Woman. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-22. ციტირების თარიღი: 2018-04-05.
  12. Switzer, Kathrine (2007). Marathon Woman. New York: Carroll & Graf, გვ. 270. ISBN 978-0-7867-1967-9. 
  13. Home (March 26, 2012).
  14. Switzer, Kathrine (2007). Marathon Woman. New York: Carroll & Graf, გვ. 290. ISBN 978-0-7867-1967-9. 
  15. Tom Jackman. (September 23, 2012) Kathrine Switzer, Boston Marathon women’s pioneer, started running in Dunn Loring, went to Marshall HS. Washington Post. ციტირების თარიღი: March 27, 2017.
  16. Kathrine Switzer Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 25, 2014. ციტირების თარიღი: April 15, 2014.
  17. When Avon Called, Kathy Switzer Gave Up the Marathon to Organize Women's Racing. People Magazine (May 28, 1979).
  18. Switzer, Kathrine (2007). Marathon Woman. New York: Carroll & Graf, გვ. 132–33, 203–04, 382–83. ISBN 978-0-7867-1967-9. 
  19. Lynch, M.A.C.. (September 30, 2014) Legendary Runners Slow Down Long Enough To Marry. ციტირების თარიღი: August 22, 2015.