კეტრინ კორტეს-მასტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კეტრინ კორტეს-მასტო
Catherine Cortez Masto
კეტრინ კორტეს-მასტო Catherine Cortez Masto
აშშ-ის სენატორი ნევადის შტატიდან
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა3 იანვარი, 2017
წინამორბედიჰარი რიდი

ნევადის გენერალური პროკურორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი, 2007 – 5 იანვარი, 2015
წინამორბედიჯორჯ კანოსი
მემკვიდრეადამ ლეგზოლტი

დაბადებული29 მარტი, 1964
ლას-ვეგასი, ნევადა, აშშ
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია

კეტრინ კორტეს-მასტო (ინგლ. Catherine Cortez Masto), დაბადებით კეტრინ მარი კორტესი (ინგლ. Catherine Marie Cortez; დ. 29 მარტი, 1964, ლას-ვეგასი) — ამერიკელი იურისტი და პოლიტიკოსი, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრი, ნევადის შტატის წარმომადგენელი აშშ-ის სენატში 2017 წლის 3 იანვრიდან. ესპანურენოვანი მოსახლეობის პირველი ქალი წარმომადგენელი სენატში. 2007-2015 წლებში იყო ნევადის გენერალური პროკურორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეტრინ კორტესი დაიბადა 1964 წლის 29 მარტს ლას-ვეგასში, ნევადა. მენი კორტესისა და ჯოანა მუსოს ღარიბ ოჯახში, რომლებიც ცხოვრობდნენ ლას-ვეგასის ღარიბთა რაიონში, კეტრინის მამა მონაწილეობდა კორეის ომში, რომლის დასრულების შემდეგაც დაოჯახდა იტალიური წარმოშობის ჯოანა მუსოზე. გარდა კეტრინისა მათ ყავდათ კიდევ ერთი გოგონა — სინტია. მენი კორტესმა მოგვიანებით მიიღო მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა კომპანიაში Las Vegas Convention and Visitors Authority, რომელიც ემსახურებოდა ლას-ვეგასში ჩასულ ტურისტებს[1].

1986 წელს კეტრინმა მიიღო ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი ნევადის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ხოლო 1990 წელს გონზაგის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის ხარისხი[2].

1990 წელს მონაწილეობდა ნევადის ადვოკატთა კოლეგიაში და მიიღო სამუშაო ლას-ვეგასის იურიდიულ ფირმაში, მუშაობდა სამოქალაქო სამართალზე. 1995 წელს გუბერნატორმა ბობ მილერმა დანიშნა სამხრეთ ნევადაში გუბერნატორის ოფისის ხელმძღვანელად, ხოლო შემდეგ — გუბერნატორის ადმინისტრაციის მეთაურად. 2000 წელს ვაშინგტონში გახდა პროკურორის ასისტენტი, 2002 წელს — კლარკის ოლქის მმართველის ასისტენტი[3].

2007-2015 წლებში ეკავა ნევადის პროკურორის თანამდებობა. მან საზოგადოებრივი პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც ჩაატარა გამოძიება ამერიკის ბანკის მიერ „ფინანსურად არასტაბილური კლიენტებისათვის“ პროცენტის გაზრდის გამო[4].

2016 წლის 8 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა სენატორი ნევადის შტატიდან ჰარი რიდი, რომელიც 3 წლის განმავლობაში (1987 წლიდან 2017 წლამდე) წარმოადგენდა შტატს აშშ-ის სენატში. კეტრინ კორტესმა მონაწილეობა მიიღო სენატორის არჩევნებში და დაამარცხა რესპუბლიკელი ჯო ჰეკი. თავისი წინასაარჩევნო კამპანია ააგო აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ძირითადი დებულებების საწინააღმდეგოდ, მათ შორის მექსიკიდან არალეგალური იმიგრაციის ჩახშობასთან დაკავშირებით, ასევე ხაზს უსვამდა მის ორაზროვან განცხადებებს ვეტერანებსა და ქალებთან დაკავშირებით[5]. არჩევნების შედეგად მიიღო 521 994 ამომრჩევლის ხმა, ანუ 47,1 %, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ 44,67 %. ამრიგად, კორტეს-მასტო გახდა ნევადის შტატიდან პირველი სენატორი ქალი და პირველი ესპანურენოვანი საზოგადოების ქალი წარმომადგენელი აშშ-ის სენატში[6].

2017 წლის ოქტომბერში კორტეს-მასტომ დაგმო მიანმარში როჰინჯების მუსლიმური უმცირესობის გენოციდი და მოუწოდა ქვეყნის ხელისუფლებას კრიზისის უფრო ძლიერი რეაგირებისკენ[7]. იგი ასევე მხარს უჭერს ერთსქესიანთა ქორწინებას[8]. კეტრინ კორტეს-მასტო დაოჯახებულია აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ყოფილ აგენტზე პოლ მასტოზე[9].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Jenny Manrique. (2016-10-14) Quién es Catherine Cortez Masto, la mujer de Nevada que aspira a ser la primera latina en llegar al Senado. UNVision. ციტირების თარიღი: 2016-11-26.
  2. Michael Oleaga. (2015-03-30) Catherine Cortez Masto, Nevada Latina Politician Who Could Replace Harry Reid: What You Need To Know. Latin Post. ციტირების თარიღი: 2016-11-26.
  3. Departure reduces race to a blip on the political radar. Las Vegas Sun (2006-10-14). ციტირების თარიღი: 2016-11-26.
  4. Alexandra Sims. (2016-11-10) Catherine Cortez Masto: Nevada elects first Latina to US Senate. Independent. ციტირების თარიღი: 2016-11-26.
  5. Dave Philips. (2016-11-09) Catherine Cortez Masto Wins Nevada to Become First Latina Senator. The New York Times. ციტირების თარიღი: 2016-11-26.
  6. Chris Summers. (2016-11-09) First ever Latina senator elected: Catherine Cortez Masto wins in Nevada and says 'it's about time our government mirrors the diversity of our nation'. MailOnline. ციტირების თარიღი: 2016-11-26.
  7. Sen. Todd Young urges action to end Muslim genocide in Myanmar“, IndyStar, October 22, 2017. 
  8. Joe Heck vs. Catherine Cortez Masto: Nonpartisan Candidate Guide For 2016 Nevada Senate Race (11 October 2016). ციტირების თარიღი: 5 October 2017.
  9. Catherine Cortez Masto. Courage Wordwide. ციტირების თარიღი: 2016-11-26.