კეტა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კეტა
Oncorhynchus keta.jpeg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
ოჯახი: ორაგულისებრნი
ლათინური სახელი
Oncorhynchus keta

კეტა (ლათ. Oncorhynchus keta) — თევზი ორაგულების გვარისა. მისი სხეულის სიგრძე 1 მ აღწევს, მასა 14 კგ. გავრცელებულია წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში. იკვებება კიბოსნაირებით, მოლუსკებით, თევზებით. მწიფდება 4-5 წლისა. გამსვლელი თევზია. ტოფობისათვის შედის მდინარეში 1000 და მეტ კმ მანძილზე. აქვს მსხვილი ქვირითი (5-7 მმ დიამეტრისა), ნარინჯისფერი. გამრავლებისას „საქორწინოდ ირთვება“, განსაკუთრებით მამალი — სხეული უმუქდება, უჩნდება განივი მუქი ჟოლოსფერი ზოლები, ზურგი უკუზიანდება, ხორცი საჭმელად უვარგისი ხდება. ტოფობის შემდეგ იღუპება. კეტა ძვირფასი სარეწაო თევზია. იყენებენ დამარილებულს, ამზადებენ ზურგიელს და კონსერვს, ქვირითისაგანწითელ ხიზილალას. კეტა იტანს აკლიმატიზაციას და ხელოვნურადაც მრავლდება.

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კეტა&oldid=2632802“-დან