კერი-ენ მოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კერი-ენ მოსი
Carrie-Anne Moss 07 TIFF.jpg
კერი-ენ მოსი
დაბ. სახელი კერი-ენ მოსი
დაბ. თარიღი 21 აგვისტო, 1967
ბერნაბი, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1989-დღემდე
მეუღლე(ები) სტივენ როი (1999–დღემდე)

კერი-ენ მოსი (ინგლ. Carrie-Anne Moss; დ. 21 აგვისტო, 1967, ბერნაბი, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა) — კანადელი მსახიობი. სხვადასხვა დროს მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში: „მატრიცა“ (1999), „მემენტო“ (2000), „შოკოლადი“ (2000), „თოვლის ნამცხვარი“ (2006), „პარანოია“ (2007), „წარმოუდგენელი“ (2010).

დაიბადა ბრიტანეთის კოლუმბიაში, ქალაქ ბერნაბიში, მელვინისა და ბარბარა მოსის ოჯახში. ჰყავს უფროსი ძმა ბრუკი. 11 წლის ასაკში შეუერთდა ვანკუვერის საბავშვო მუსიკალურ თეატრს. მოგვიანებით, გასტროლებზე გაემგაზვრა ევროპაში ჰორთან ერთად. პასადენაში ჩააბარა ამერიკის დრამატული ხელოვნების აკადემიაში. 1985 წელს ვანკუვერიდან საცხოვრებლად ტორონტოში გადავიდა და მოდელი გახდა. 1980-იანი წლების ბოლოს ამ პროფესიით გაემგზავრა იაპონიასა და ესპანეთში. თავდაპირველად როლებს სერიალებში იღებდა. პოპულარობა მოიპოვა ტრინიტის როლის შესრულებით ტრილოგიაში „მატრიცა“. 1999 წელს ცოლად გაჰყვა მსახიობ სტივერ როის. წყვილს სამი შვილი ჰყავს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: