კერინიის ფურ-ირემი

ჰერაკლე და კერინიის ირემი
კერინიის ირემი — არკადიისა და აქაიის საზღვარზე აღმართული კერნიის მთებში მონავარდე ფერხმარდი ფურ-ირემი, მაინალის ოქროსრქიანი და სპილენძის ჩლიქებიანი ნადირი, რომლის ცოცხლად შეპყრობაც ევრისთევსმა ჰერაკლეს დაავალა. მთელი წელი სდია გმირმა, ბოლოს ისრით დაჭრა ფეხში, შეიპყრო და მიჰგვარა მეფეს, რომელმაც საღვთო ნადირი ისევ არტემიდას დაუბრუნა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, გვ. 247, „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: