კენიის საპრეზიდენტო არჩევნები (2007)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
2002 კენიის დროშა 2012
კენიის საპრეზიდენტო არჩევნები
27 დეკემბერი, 2007
Mwai Kibaki, October 2003.jpg Raila Odinga, 2009 World Economic Forum on Africa-1.jpg
პრეზ. კანდიდატი მვაი კიბაკი რაილა ოდინგა
პარტია PNU ODM
მოსახლეობა 4,578,034 4,352,993
პროცენტი 46.4% 44.1%
Kenya Provinces 2007 elections.PNG

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების რუკა. ლურჯი, შტატები, სადაც კიბაკმა გაიმარჯვა. ყვითელი, შტატები, სადაც ოდინგამ გაიმარჯვა.

მოქმედი პრეზიდენტი არჩეული პრეზიდენტი
მვაი კიბაკი
PNU
მვაი კიბაკი
PNU

კენიის საპრეზიდენტო არჩევნებისაპრეზიდენტო არჩევნები კენიაში, გაიმართა 2007 წლის 27 დეკემბერს. აღნიშნულ არჩევნებს მოჰყვა კენიის კრიზისი, რომლის დროსაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მოქმედი პრეზიდენტი მვაი კიბაკი ნაციონალური ერთობის პარტიიდან (ეთნიკური ჯგუფი კიკუიუ) და რაილა ოდინგა ნარინჯისფერი დემოკრატიული მოძრაობიდან (ეთნიკური ჯგუფი ლუო). კრიზისის პირველ ორ კვირაში დაიღუპა დაახლოებით 700 ადამიანი, მ. კიბაკიმ მხარდაჭერისათვის მიმართა უგანდის ხელისუფლებას. 29 იანვარს 3 სამხედრო თვითმფრინავმა დაბომბა კიკუიუს ეთნიკური ჯგუფი ქ. ნაივაშაში, რომლებიც ცდილობდნენ ხელი შეეშალათ ლუის ეროვნული უმცირესობის ევაკუაციისათვის. სხვადასხვა მონაცემებით სულ დაიღუპა 1000–2500 ადამიანი.

2008 წლის 17 აპრილს კონფლიქტი დარეგულირდა ეროვნული ერთიანობის კოალიციური მთავრობის შექმნით, რომელსაც სათავეში ჩაუდგა რაილა ოდინგა. პრეზიდენტის პოსტი კი შეინარჩუნა მვაი კიბაკიმ.