კენესა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კენესას ინტერიერი, ევპატორია

კენესაყარაიტული ან სპარსული სინაგოგის სახეობა. სიტყვა წარმოდგება არამეულიდან, ნიშნავს „საკრებულოს“ (ებრაულად სინაგოგა გამოითქმის, ბეით ქნესეთი ).

განლაგება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კენესა, როგორც წესი არის ებრაული სინაგოგის მსგავსი. მათთვის დამახასიათებელია ის, რომ ყველა მათგანი მდებარეობს ჩრდილოეთისა და სამხრეთის ღერძზე, შესასვლელი აქვს ჩრდილოეთის მხრიდან. კენესა შედგება:

  • ვესტიბიული (azar), სადაც მრევლი ტოვებს ფეხსაცმელებს. კენესაში ფეხსაცმლით შესვლა აკრძალულია.
  • მოშავ ზეკენიმი (ებრაული מושב זקנים მოხუცების დასაჯდომი), ხის მერხები მხრცოვანთა და დასაფლავებაზე მისულთათვის. ჩვეულებრივ არის დაბალჭერიანი. ხოლო სხვენი მოშავ ზეკენიმის თავზე არის განკუთვნილი ქალებისთვის, რომლებიც არ უნდა ეჩვენონ მამაკაცებს მთავარ სართულზე.
  • შულხანი (שולחן), მთავარი დარბაზი, სადაც მლოცველი კაცები და ბავშვები იჩოქებენ. კენესას იატაკი უმეტესად მოფარდაგებულია, თუმცა თანამედროვე კენესებს შულხანში მერხები აქვთ ხალიჩების ნაცვლად.
  • გეხანი ან ალტარი, შემაღლებული ადგილი, სადაც დგას სარიტუალო კიდობანი და მოძღვარი.

დღემდე მოღწეული კენესებიდან 9 არის ყირიმში. ყოველი მათგანი არის აღნუსხული, როგორც მემორიალური ნაგებობა. მთავარი მოქმედი კენესა ყარაიტებისთვის არის ყირიმში, ევპატორიაში. იგი შეიცავს ორ დამოუკიდებელ კენესას, რომლებიც გაიხსნა 1999 და 2005 წლებში.

კენესა ლიტვაში აშენდა XIV საუკუნეში ტრაკაიში, ბირჟაიში, კედაინეიში, პანევეჟისსა და ვილნიუსში. ადრეული XX საუკუნიდან კენესა ლიტვაში დგას ტრაკაისა და ვილნიუსში, რომლებიც დღესაც ფუნქციონირებენ.

გადარჩენილი კენესები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]