კელი ვან დერ ვერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კელი ვან დერ ვერი (ნიდერლ. Kelly van der Veer) არის ნიდერლანდური Big Brother-ის ფინალისტი, მომღერალი და ტელესახე. კელი ვან დერ ვერი დაიბადა 1980 წლის 6 მაისს ნიდერლანდის ქალაქ ჰილვერსუმში, სადაც იგი ამჟამადაც ცხოვრობს.

კელიმ ნიდერლანდში განაკუთრებული პოპულარობა თავისი დეკლარირებული ტრანსსექსუალური ორიენტაციით მოიპოვა. მან 19 წლის ასაკში სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა და მდედრობითი სქესის გახდა. სახელის სქესის შესაბამისად შეცვლამდე კელის ფერი ერქვა.

ტელეკომპანია BNN-ის ინფორმაციით, მან ნიდერლანდის ეროვნულ IQ ტესტში 77 ქულა აიღო[1].

1997 წელს, ჯერ კიდევ სქესის გადაკეთებამდე, მან მოიგო შოუ „De Travestiet“, სადაც იგი ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე იყო. თუმცა, კელი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა გადაცემა Big Brother-ის საშუალებით.

2002 წლის იანვარში კელიმ გამოუშვა დისკი სახელწოდებით „I am what I am“, მაგრამ დისკს არც გაყიდვებში და არც პოპულარობაში წარმატება არ ჰქონია.

ნიდერლანდში წარმატების მოპოვების შემდეგ კელი გეგმავს ამერიკაშიც ფეხის მოკიდებას. მან ცოტა ხნის უკან ცხოვრების უფლება მოიპოვა ფლორიდაში[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]