კატეგორიის განხილვა:იმსა-ს მოსწავლეების დაწერილი სტატიები ჯავის მუნიციპალიტეტის შესახებ

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძეგლთა ნაწილი ჯავის მუნიციპალიტეტში არ მდებარეობს და, საერთოდ, ჯავის მუნიციპალიტეტი არ არსებობს. გიო ოქრო 14:57, 25 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

სათაურში ერთი პატარა ცვლილება იქნება საჭირო მუნიციპალიტეტიდან რაიონზე. ეს გვესმის. მაგრამ საინტერესოა რომელი ძეგლები არ მდებარეობს ჯავის რაიონში? --Wiki - ჯაბა 15:15, 25 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
ყოფილი რაიონი უკეთესია. მაგ., ლეთის კოშკი, კობეთის ეკლესია-კოშკი. გიო ოქრო 15:18, 25 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია, მაგრამ იმას რა ვუყოთ ეს კატეგორია რომ მხოლოდ სტატისტიკისთვისაა შექმნილი? მაგ სტატიებს კატეგორიები სწორად აქვს მითითებული და ეს სტატისტიკა ვფიქრობ ასე უნდა დარჩეს და არ უნდა დაიქსაქსოს. არ ვიცი სწორად აგიხსენი თუ არა, მაგრამ ამ კატეგორიის სათაურში აქტივიობაზეა ყურადღება გამახვილებული და არა ადმინისტრაციულ დაყოფაზე. ადმინისტრაციული კუთვნილება (რასაც მომხმარებელი დაინახავს სავარაუდოდ) სტატიაშია მნიშვნელოვანი. --Wiki - ჯაბა 15:23, 25 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

კი, მესმის. უბრალოდ რომ ჩავწეროთ ყოფილი ჯავის რაიონი, მოგვარდება პრობლემა. გიო ოქრო 15:24, 25 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

არც მაგის მოგვარებაა პრობლემა გიორგი, მაგრამ მე ვფიქრობ მხოლოდ რაიონი უნდა დავტოვოთ და ისიც იმ მოტივით რომ ეს მხოლოდ სტატისტიკაა. --Wiki - ჯაბა 15:26, 25 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]