კატაკანა
იერსახე
სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
| კატაკანა | ||
|---|---|---|
| ტიპი: | მარცვლოვანი | |
| ენები: | იაპონური ენა და აინუ ენა | |
| დროის პერიოდი: | 800-დან დღემდე | |
| წინამორბედი დამწერლობები: | კანა მანიოგანა კატაკანა | |
| დობილი დამწერლობები: | ჰირაგანა ჰენტაიგანა | |
| ISO 15924 კოდი: | Kana | |

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
კატაკანა (იაპ: かたかな, カタカナ) — მარცვლოვანი დამწერლობა, იაპონური დამწერლობის შემადგენელი ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ჰირაგანასთან და კანჯისთან (იეროგლიფიკასთან) ერთად. ჰირაგანას და კატაკანას საერთო სახელწოდებაა კანა. კანას თითოეული სიმბოლო წარმოადგენს ხმოვანს, თანხმოვანს ხმოვნითურთ ან ცხივირისმიერ ン-ს, რომელიც კონტექსტიდან გამომდინარე უახლოვდება ხან ნ-ს და ხან მ-ს, ფრანგული ცხვირისმიერი თანხმოვნების მსგავსად.