კარფური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარფური
Carrefour
ტიპი საჯარო კომპანია
დაფუძნდა 1 იანვარი 1958
(60 წლის წინ)
 (1958-01-01)
მდებარეობა ბულონ-ბიანკური,
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
წამყვანი ჯორჯის პლასატი
(თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი)
დარგი საცალო ვაჭრობა
პროდუქცია თვითმომსახურების ობიექტი/სასაწყობო კლუბი, მოსახერხებელი მაღაზია, საფასდაკლებო მაღაზია, ჰიპერმარკეტი/სუპერცენტრი/სუპერმარკეტი,
ბრუნვა

Increase2.svg 103.3

 მილიარდი (2016)[1]
საწარმოო შემოსავალი Increase2.svg €2.232 მილიარდი (2015)[1]
სუფთა მოგება Decrease2.svg €981 მილიონი (2015)[1]
თანამშრომელი 381,227 (2015)
შვილობილ(ებ)ი იხ. ქვემოთ
ფილიალი Decrease2.svg 10,102
სერვისის ენა ქართული (საქართველოში)
საიტი www.carrefour.com
carrefour.com.ge

კარფური (ფრანგ. Carrefour) — ფრანგული ტრანსნაციონალური საცალო ვაჭრობის ქსელი, შტაბ-ბინით საფრანგეთის ქალაქ ბულონ-ბიანკურიში, რომელიც მდებარეობს პარიზის მახლობლად, ო-დე-სენას დეპარტამენტში.[2] მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ჰიპერმარკეტების ქსელია (2015 წლის ბოლოსთვის 1 600 ჰიპერმარკეტი). კარფური მოქმედებს მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში: ევროპაში, ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში. კარფური ფრანგულ ენაზე ნიშნავს „გზაჯვარედინს“ და „საჯარო მოედანზე“. კომპანია Euro Stoxx 50 საფონდო ბაზრის ინდექსის კომპონენტია.[3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარფურის პირველი მაღაზია (და არა ჰიპერმარკეტი), გაიხსნა 1960 წელს ანსის გარეუბანში, გზაჯვარედინთან ახლოს (ფრანგულად კარფური გზაჯვარედინს ნიშნავს). კარფურის ჯგუფი 1958 წელს მარსელ ფურნიერის, დენის დეფორეის და ჟაკ დეფორეის მიერ შეიქმნა,[4] რომლებიც დაესწრნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე სემინარს, რომელიც „საცალო ვაჭრობას“ ეხებოდა.

ჯგუფმა კარფურმა პირველად ევროპაში გახსნა ჰიპერმარკეტი, დიდი სუპერმარკეტი და უნივერმაგი ერთი სახურავის ქვეშ. პირველი ჰიპერმარკეტი 1963 წლის 15 ივნისს საფრანგეთში გახსნეს, პარიზის მახლობლად, სანტ-ჯენევიე-დეს-ბოისში.[5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Annual Report 2015 (PDF). Carrefour Group. წაკითხვის თარიღი: 27 April 2016.
  2. "Legal Infos" Carrefour. Retrieved on 3 May 2012. "This site is published by Carrefour, a limited company (société anonyme) capitalised at €1,698,340,000, headquartered at 33, avenue Emile Zola, 92100 Boulogne Billancourt,[...]"
  3. Frankfurt Stock Exchange
  4. http://www.carrefour.com/content/history
  5. (ფრანგული) Hugues Joublin, L'aventure du premier hyper, L'Expansion, 06/05/1993