კარსტენსის მყინვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარსტენსის მყინვარი
სურათის მარჯვენა მხარესაა კარსტენსის მყინვარი, 1972 წელი.
სურათის მარჯვენა მხარესაა კარსტენსის მყინვარი, 1972 წელი.
კოორდინატები: 4°04′58″ ს. გ. 137°10′46″ ა. გ. / 4.08278° ს. გ. 137.17944° ა. გ. / -4.08278; 137.17944
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
ქედი სუდირმანის ქედი
ფართობი 0.09824 კმ²
სიგრძე 1.4 კმ
სიგანე 0.6 კმ
ტიპი ხეობური
კარსტენსის მყინვარი — ინდონეზია
კარსტენსის მყინვარი

კარსტენსის მყინვარი (ინდონ. Gletser Carstensz) — ხეობის ტიპის მყინვარი კუნძულ ახალ გვინეაზე, ცენტრალური პაპუის პროვინციაში, ინდონეზიაში. მდებარეობს სუდირმანის ქედზე, მწვერვალ ჯაიას კალთებზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 4600 მ სიმაღლეზე, ჯაიას მწვერვალის თხემიდან აღმოსავლეთით 1.5 კმ-ში. 2002 წლის მდგომარეობით, კარსტენსის მყინვარის სიგრძეა 1.4 კმ, სიგანე 0.6 კმ. 2018 წლის მდგომარეობით მყინვარის ფართობი შეადგენს 0.09824 კმ²-ს.[1]

განფენილია მწვერვალ აღმოსავლეთი კარსტენსის დასავლეთ კალთაზე და შეერთებულია სამხრეთ-აღმოსავლეთით გაწოლილ ვან-დე-უოტერის მყინვართან. წარსულში დაკავშირებული იყო სამხრეთისაკენ მდებარე უოლასტონის მყინვართან, რომელიც ამჟამად სრულიად გამდნარია.[2]

2004 წელს IKONOS-ის სატელიტური ფოტოსურათებით დადგინდა, რომ 2000 წლიდან 2002 წლამდე პერიოდში კარსტენსის მყინვარმა დაკარგა თავისი ზედაპირის ფართობის 6.8%.[3] 2010 წელს დადგინდა, რომ მწვერვალ ჯაიას მყინვარების ყინულის სისქე 32 მ უდრიდა და წელიწადში 7 მ-ით თხელდებოდა. შედეგად, გამოითქვა აზრი 2015 წლამდე მათი სრულად გაქრობის შესახებ.[4][5] 2019 წელს ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ ჯაიას მყინვარები ათწლეულში გაქრება.[6]

ოდესღაც, მწვერვალ ჯაიას დარჩენილი მყინვარები დაახლოებით 5,000 წლის წინათ წარმოქმნილი ყინულქუდის ნაწილს შეადგენდნენ. სულ მცირე, ერთი ადრინდელი ყინულქუდი აგრეთვე არსებობდა ამ რეგიონში 15,000–7,000 წლის წინ, რომელიც როგორც ჩანს, გადნა და გაქრა.[2]

მყინვარს სახელი ეწოდა ნიდერლანდელი მოგზაურის იან კარსტენსის პატივსაცემად.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]