კარპოვსკის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარპოვსკის წმინდა გიორგის ეკლესია
კარპოვსკის წმინდა გიორგის ეკლესია — რუსეთი
კარპოვსკის წმინდა გიორგის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა კარპოვსკი
სასულიერო სტატუსი რეკონსტრუქციაშია
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1913-1914

კარპოვსკის წმინდა გიორგის ეკლესია (რუს. Церковь Георгия Победоносца) — მართლმადიდებლური ეკლესია ციმლიანის რაიონის ხუტორ კარპოვსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოდონის ეპარქიას.

მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, ციმლიანის რაიონი, ხუტორი კარპოვსკი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარე სურათები
კარპოვსკის წმინდა გიორგის ეკლესია

წმინდა გიორგის ეკლესიის მშენებლობა სოფელ კარპოვსკში დაიწყო 1914 წლის გაზაფხულზე.

XIX საუკუნის ბოლოს სოფელ კუმშაცკაიიდან 500 მეტრში დაიწყო ხიდის მშენებლობა მდინარე კუმშაკზე. ხიდი იტალიური ფირმის წარმომადგენლებმა დაამზადეს რკინაბეტონისაგან. ადგილობრივი კაზაკები შეთანხმდნენ იტალიელებთან, რომ დხმარებოდნენ ახალი ტექნოლოგიებით სოფელ კარპოვსკში ეკლესიის მშენებლობაში. შეიქმნა ეკლესიის პროექტი, მასალები - ცემენტი და მეტალი მიაწოდეს იტალიელმა მშენებლებმა. ქვა ჩამოიტანეს ნოვოჩერკასკიდან.

მშენებლობის დროს გამოიყენეს მონოლითური ჩამოსხმის ტექნოლოგია.

ეკლესია ააშენეს თითქმის ნახევარ წელიწადში და 1914 წლის 9 დეკემბერს აკურთხეს. ახალი ეკლესიის კედლები მოხატეს.

წმინდა გიორგის სახელობის ახალ ეკლესიაში მსახურება ტარდებოდა ყოველდღე. მრევლი ბევრი იყო, ისინი მოდიოდნენ ასევე მეზობელი ხუტორებიდან და კვირაობით ცხოვრობდნენ ხუტორში. აქ იმართებოდა მხიარული ბაზრობა.

1930-იან წლებში ეკლესია დახურეს, ხოლო მისი ძვირფასეულობა დაიტაცეს.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, 1942-1943 წლებში ხუტორი დაიკავეს რუმინელმა ოკუპანტებმა. ამ წლებში ეკლესია გახსნილი იყო, მიმდინარეობდა ღვთისმსახურება, ნათლავდნენ ბავშვებს.

ხუტორის გათავისუფლების შემდეგ ეკლესია დაანგრიეს, ხოლო მისი მღვდელი მოკლეს. მღვდელი დაკრძალეს ეკლესიის მარჯვენა ფრთაში. XX საუკუნის 50-80-იან წლებში ეკლესია ხორბლის საცავად გამოიყენებოდა, მისი კედლები შეაათეთრეს.

1995 წელს ვოლგოდონსკის წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს ეკლესიის მრევლის მონაწილეობით დაიწყო ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები. აღადგინეს საკურთხეველი რკინის კარკასში ჩააყენეს ხის ძელურები, რათა შესაძლებელი გამხდარიყო ღვთისმსახურება. მიმდინარეობდა სახურავის სარემონტო სამუშაოები, რომელიც 1992 წელს ძლიერმა ქარმა გადახადა.

ტაძრის აღდგენის კოორდინაციული სამუშაოებისათვის შეიქმნა სამეურვეო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ ვოლგოდონსკის ეპარქიის ეპისკოპოსები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]