კარლ ჰესე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კარლ ჰესე მეორე (რუს. Карл Фёдорович Гессе 2-й) (1788–1842) — გენერალ–ლეიტენანტი, ნაპოლეონის ომის ვეტერანი, იმერეთის, გურიის, სამეგრელოსა და აფხაზეთის მმართველი 1827–1831 წლებში.

დაიბადა 1788 წელს. მისი მამა, თეოდორე ივანეს ძე ჰესე, 1800 წლამდე იყო კომენდანტი. 1793 წელს ჩაეწერა ვიბორგიის გარნიზონში. 1805 წელს მონაწილეობდა ნაპოლეონის წინააღმდეგ ომში, კერძოდ პომერანიის საზღვაო ექსპედიციაში. მეორე ომის დროს, 1807 წელს, ჰესე მონაწილეობდა პრეისიშ–ეილაუს, გუტშადტის, ჰაილსბერგისა და ფრიდლანდის ბრძოლებში. გუტშადტის ბრძოლის შემდეგ მაგ წმინდა ვლადიმერის მეოთხე ხარისხის ორდენი მიიღო, ხოლო ფრიდლანდის ბრძოლის შემდგომ – წმინდა ანას მეოთხე ხარისხის ორდენი.

1808–1809 წლებში იყო თავად გორჩაკოვის ადიუტანტი, მონაწილეობა მიიღო რუსეთ–შვედეთის ომში და 1808 წლის 12 დეკემბერს მიიღო შტაბს–კაპიტნის წოდება და შემდგომ წელს საჩუქრად გადაეცა ოქროს შპაგა წარწერით „სიმამაცისთვის“.

1827 წელს დაინიშნა იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს მმართველად, ხოლო შემდგომში, მის კომპეტენციას აფხაზეთიც შეუერთდა.

მას აგრეთვე მიღებული აქვს წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენი (1810), წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენი (1824), წმინდა ვლადიმერის მესამე ხარისხის ორდენი (1829), წმინდა ანას პირველი ხარისხის ორდენი (1829) და ოქროს იარაღი „სიმამაცისთვის“ (1829 წელს, ბრილიანტებით შემკული).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რუსული ბიოგრაფიული ლექსიკონი 25 ტომად. პოლოვცოვი; 1896-1918;