კარლ გუსტავ აკერმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლ გუსტავ აკერმანი
გერმ. Karl Gustav Ackermann
დაბადების თარიღი 10 აპრილი, 1820
დაბადების ადგილი ელსტერბერგი
გარდაცვალების თარიღი 1 მარტი, 1901
გარდაცვალების ადგილი დრეზდენი, გერმანიის იმპერია
მოქალაქეობა გერმანიის იმპერიის დროშა გერმანიის იმპერია
განათლება ლაიფციგის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი სამართლის დოქტორი[1]
პარტია გერმანულ-კონსერვატიული პარტია
ჯილდოები გეჰაიმრატი[1] , Grand Cross of the Saxon Order of Civil Merit[2] , Knight Grand Officer of the Order of Albrecht the Bold[2] , Q109837729?[2] , Cross of Honor of Schwarzburg[2] , Commander's Cross of the Order of the Crown of Prussia[2] , წითელი არწივის მე-2 ხარისხის ორდენი[2] და medal of an order[2]

კარლ გუსტავ აკერმანი (გერმ. Karl Gustav Ackermann) (დ. 10 აპრილი, 1820 — გ. 1 მარტი, 1901)— გერმანელი პოლიტიკოსი, რაიხსტაგის დეპუტატი.

დაიბადა 1820 წლის 10 აპრილს. განათლება მიიღო ლეიპციგის უნივერსიტეტში, რის შემდეგაც 1847 წელს დრეზდენში დასახლდა, სადაც სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა. 1853 წლიდან იყო დრეზდენის საქალაქო საბჭოს წევრი, 1854 წლიდან – ვიზე-პრეზიდენტი, მოგვიანებით კი პრეზიდენტი. 1878 წელს მიიღო საპატიო მოქალაქის წოდება. 1869 წლიდან, როგორც ელბის მარცხენა ნაპირზე დრეზდენის საარჩევნო ოლქის წარმომადგენელი, იკავებდა ადგილს რაიხსტაგში გერმანულ-კონსერვატიული პარტიიდან. მუშაობდა სამეწარმეო კანონმდებლობასთან. 1881–1884 წლებში იყო რაიხსტაგის მეორე ვიცე-პრეზიდენტი.

გარდაიცვალა 1901 წლის 1 მარტს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона – კარლ გუსტავ აკერმანი
  1. 1.0 1.1 http://digital.slub-dresden.de/id31456492Z/89
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 https://digital.slub-dresden.de/werkansicht/dlf/442/115#