კართსოფლის კოშკური სახლი
იერსახე
კართსოფლის კოშკური სახლი — არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ კართსოფლის ცენტრში. თარიღდება XVII საუკუნით. ნაგებია ნატეხი ქვით. ფასადებზე ქვები ნაწილობრივაა დამუშავებული. კარის წირთხლებისა და თაღისათვის გამოყენებულია თლილი ქვა. შენობა ამჟამად მხოლოდ ორი სართულის სიმაღლეზეღაა შემორჩენილი. ჩანგრეულია სართულშუა გადახურვა. პირველი სართული ქვებითაა ამოვსებული. შენობა გეგმით თითქმის კვადრატულია (6,6x6,9 მ) და ზემოთკენ ოდნავ ვიწროვდება. შესასვლელი მეორე სართულზეა, დასავლეთით. კარს წირთხლებში სარდულე ხვრელები აქვს. ეს სართული საცხოვრებლად იყო განკუთვნილი. ჩრდილოეთ კედელში ერთი სათოფურია, სამხრეთისა და დასავლეთისაში — ორ-ორი. დასავლეთით მდებარე კედლის სათოფურები ერთმანეთისგან დაშორენბულია, სამხრეთ კედელში კი — პირიქით, ერთმანეთთან ახლოსაა გაჭრილი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზაქარაია პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 461.