კარაპეტ ჩერნოვის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარაპეტ ჩერნოვის სახლი
რუს. Дом Карапета Чернова

ჩერნოვის სახლი (მარცხნივ) და მელკონოვ-ეზეკოვის სახლი (მარჯვნივ)
კოორდინატები 47°13′21″N 39°43′05″E / 47.222633° ჩ. გ. 39.718108° ა. გ. / 47.222633; 39.718108
მდებარეობა დონის როსტოვი
ტიპი ეკლექტიკა
გახსნის თარიღი 1890-იანი წლები
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6100052000

კარაპეტ ჩერნოვის სახლი (რუს. Дом Карапета Чернова) — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობდა დიდი სადოვაიის ქუჩისა და ვოროშილოვის პროსპექტის გადაკვეთაზე. აგებულია XIX საუკუნის ბოლოს ეკლექტიკისს სტილში. მოგვიანებით ჩაუტარეს რეკონსტრუქცია[1]. ამჟამად შენობაში განთავსებულია როსტოვის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი. შენობას აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამსართულიანი სავაჭრო სახლი აგებულია 1890-იანი წლებში ვაჭარ კარაპეტ ჩერნოვის დაკვეთის მიხედვით. მოგვიანებით სახლს დააშენეს კიდევ ორი სართული ფ. იასინსკის პროექტის მიხედვით, ინჟინერ გ. ჩორჩოლიანის ხელმძღვანელობით.

სახლის მშენებლობასთან დაკავშირებულია ქალაქური ლეგენდა მეცხენე კარაპეტ ჩერნოვსა და შალის მწარმოებელ მელკონოვ-ეზეკოვის დავის შესახებ. იმის გასაგებად თუ რომელი უფრო მდიდარი იყო მათ გადაწყვიტეს აეშენებინათ სახლები დიდი სადოვაიის ქუჩისა და დიდი პროსპექტის გადაკვეთაზე ერთმანეთის პირდაპირ. კამათში გაიმარჯვებდა ის ვისი სახლიც იქნებოდა ბრწყინვალე. თავდაპირველად სახლები იყო სამსართულიანი, მაგრამ როდესაც დონის როსტოვში დაიწყო მშენებლობის ბუმი, ორივე მეწარმემ გადაწყვიტა სახლისთვის დაეშენებინათ კიდევ ორი სართული. შედეგად მელკონოვ-ეზეკოვის სახლი გუმბათის წყალობით რამდენიმე მეტრით მაღალი აღმოჩნდა. ჩერნოვმა გუმბათის დადგმა ვეღარ შეძლო. სამაგიეროდ მან დაამატა სვეტები, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა მას უწოდებდა სახლს „სვეტებით სახურავზე“[1].

რევოლუციამდე ჩერნოვის სახლი იჯარით აიღო სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო კომერციულმა ბანკმა, სასოფლო სამეურნეო ბანკმა და კბიის ექიმმა მ. საბსოვიჩმა. 1920-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოახდინეს სახლის ნაციონალიზაცია. პირველ სართულზე გახსნეს მაღაზიები, ხოლო დანარჩენ სართულებზე გახსნეს: შრომის სასახლე, სპორტული საზოგადოება „დინამო“ და სხვადასხვა ორგანიზაციები. 1931 წელს შენობა გადაეცა საფინანსო-ეკონომიკურ ინსტიტუტს. ჩერნოვის სახლი სერიოზულად დაზიანდა მეორე მსოფლიო ომის დროს. 1950-იანი წლების ბოლოს არადგინეს არქიტექტორების მ. იშუნინისა და გ. პეტროვის პროექტის მიხედვით[1], მაგრამ უკვე სახურავზე სვეტების გარეშე. მოპირდაპირედ მდგარი მელკონოვ-ეზეკოვის სახლი ძლიერ დაზიანდა და აღარ აღუდგენიათ[2]. 1970-იან წლებში სახლს ჩრდილოეთის მხრიდან მიაშენეს 7-სართულიანი კორპუსი[1].

ამჟამად შენობაში განთავსებულია როსტოვის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Есаулов Г. В., Черницына В. А. Архитектурная летопись Ростова-на-Дону. — 2-е изд.. — Ростов-на-Дону, 2002. — С. 98—101. — ISBN 5-8456-0489-3.
  2. Осколки прекрасного. rostov-dom.info. ციტირების თარიღი: 2013-09-21.