კანონი აგენტებზე
უცხოური აგენტების კანონი — რეპრესიული, ადამიანის უფლებებს დამრღვევი კანონების კრებსითი სახელი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების მიერ მიღებული ან ნაწილობრივ ძალაში შესული კანონებია, რომლებიც მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოურ აგენტებად“ მარკირებას, თუ ისინი ახორციელებენ პოლიტიკურ საქმიანობას ან იღებენ უცხოურ დაფინანსებას. ზოგიერთი ქვეყნის აგენტების კანონი მიზნად ისახავს შპიონაჟის ან ლობიზმის შემცირებას, ამის საპირისპიროდ ზოგიერთი მათგანი მიმართულია ქვეყანაში კრიტიკული და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ და სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვით ან გაუქმებით.[1]
საქართველო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2023 წლის მარტში საქართველოს მთავრობამ წარადგინა კანონი უცხოური აგენტების შესახებ, რომელიც სამოქალაქო პროტესტი შემდგომ უკან გაიწვია.
2024 წლის მაისში საქართველოს მთავრობამ ,,აგენტების კანონი„ საპროტესტო აქციების მიუხედავად დაამტკიცა.
ვენეციის კომისიამ 2024 წლის 22 მაისს გამოსცა დასკვნა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებული კანონის შეუსაბამობა საერთაშორისო და ევროპულ კანონდმებლობასთან. კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლების და კონფიდენციალურობასთან მიმართებაში შუუთავსებელია ECHR-ის მე-8(2), მე-10(2) და მე-11(2) მუხლი და ICCPR-ის მე-17(2), 19(2) და 22(2) მუხლებთან. კანონი არ არის ლეგიტიმური, არ წარმოადგენს აუცილებლობას დემოკრატიულ საზოგადოებაში და შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლთან.[2]
დასკვნაში წერია რომ ,,კანონი, თითქოს მიმართული გამჭირვალეობისკენ, მიზნად ისახავს სტიგმატიზაციას, გაჩუმებას და სავარაუდო საბოლოო აღმოფხვრას სხვადასხვა ორგანიზაციების და მედიის საშუალებების. კანონი დიდი ალბათობით მეტწილად შეეხებათ ორგანიზაციებს და მედიის საშუალებებს, რომლებიც კრიტიკულები არიან მთავრობის მიმართ. მათი აღმოფხვრა კი უარყოფითად იმოქმედებს ღია, ინფორმირებულ და საჯარო დებატებზე, პლურალიზმზე და დეკორატიაზე ზოგადად".[2]
რუსეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იხილე: უცხოური აგენტების კანონი
უცხოური აგენტების კანონი რუსეთში ავალდებულებს ყველას, ვინ იღებს ფინანსურ შემოწირულობას უცხოეთიდან რომ დაარეგისტრიროს საკუთარი თავი როგორს უცხო ქვეყნის აგენტი. კანონი ძალაში შევიდა 2012 წელს[3]. უცხოურ აგენტად კლასიფიკაციისთვის საკმარისია უცხოეთიდან შემოსული შემოწირულობა და ფაქტი, რომ ორგანიზაცია რუსეთში საქმიანობას ეწეოდა. კავშირი შემოწირულობასა და საქმიანობის შინაარს შორის, ან ამ კავშირის დამტკიცება ამ კანონის თანახმად არ არის აუცილებელი.[1]
უნგრეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2017 წლის 13 ინვლისს უნგრეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო რუსეთის კანონის მსგავსი აგენტების კანონი No. LXXVI საზღვარგარეთიდან მხარდაჭერილი ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ. კანონი ავალდებულებდა „ასოციაციებსა და ფონდებს“, რომლებიც ყოველწლიურად იღებდნენ მინიმუმ 7,2 მილიონ HUF-ს საზღვარგარეთიდან, გამოეცხადებინათ მათი დაფინანსების წყაროები, დარეგისტრირებულიყვნენ სასამართლოში, როგორც „უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაცია“ და მიეთითებინათ ეს თავიანთ ვებსაიტზე და პუბლიკაციებზე. დარღვევებმა გამოიწვია დაჯარიმებები და საბოლოოდ ორგანიზაციების სამართლებრივი სტატუსის გაუქმებაც[4].
2020 წლის 18 ივნისს, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონი არღვევდა ევროკავშირის კანონმდებლობას „დისკრიმინაციული და გაუმართლებელი შეზღუდვების შემოღებით“, რაც არღვევდა კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას და სხვა გარანტირებულ უფლებებს. კანონი უნგრეთში 2021 წელს გაუქმდა.[5]
ამერიკის შეერთებული შტატები (FARA)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იხილე: უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (აშშ)
ამერიკაში არსებობს 1938 წელს მიღებული ე.წ. უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი Foreign Agents Registration Act (FARA) რომელიც მიზნად ისახავს ამერიკაში მოღვაწე პირების, რომლებიც პოლიტიკურად ან ეკონომიკურად უცხოური იურიდიული პირებისთვის მოქმედებენ, დოკუმენტირებას.[6]
ფარას მიხედვით აგენტად კლასიფილაციისთვის საჭიროა სამი კომპონენტი.
- უცხოურ აგენტად ჩასათვლელად საჭიროა იურიდიული ან ფიზიკური პირი მოქმედებდეს როგორც აგენტი, წარმომადგენელი, თანამშრომელი, მსახური ან სხვა მსგავსი ფუნქციით ან უფლებამოსილებით და მოქმედებდეს ბრძანების, მოთხოვნის, მითითების, განკარგულების ან კონტროლის ქვეშ. მოთხოვნის მცნება ფართოა და ვარირებს ბრძანებასა და თხოვნას შორის.
- საქმიანობა, რომელიც განხორციელებული უნდა იყოს ბრძანებით, მოთხოვნით ან ზედამხედველობით უცხოელი დამკვეთის, ან პირის, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ზედამხედველობს, ხელმძღვანელობს, აკონტროლებს, ფინანსდება ან სუბსიდირებულია მთლიანად ან უდიდესი ნაწილით უცხოელი დამკვეთის მიერ.
- აგენტის საქმიანობა ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა მოიცავდეს პოლიტიკურ აქტივობებში ჩართვას (იგულისხმება ნებისმიერი აქტივობა რომელიც მიზნად ისახავს გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ საკითხებზე აშშ-ს მთავრობაში ან საზოგადოებაზე), მოქმედებდეს როგორც მედიის წარმომადგენელი ან პოლიტიკური კონსულტანტი, რომელიც წარმოადგენს და ატარებს უცხოელი დამკვეთის ინტერესებს, მოიძიოს, შეაგროვოს ან გასცეს თანხები ან სხვა ღირებული ნივთები უცხოელი დამკვეთის ინტერესებიდან გამომდინარე ან აყენებდეს უცხოელი დამკეთის ინტერესებს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებზე წინ.[7]
FARA კანონი თავდაპირველად შემოღებული იქნა ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის აღსაკვეთად. 1966 წელს მოხდა კანონის გადახედვა და აქცენტი გადავიდა პროპაგანდიდან პოლიტიკური ლობიზმის რეგულაციაზე, რომ კანონი მიმართული ყოფილიყო პირებზე, რომლებიც მოქმედებენ უცხოელი დამკვეთის ეკონომიკური ან პოლიტიკურ ინტერესების გამტარებლებლად და ცდილობენ გავლენა მოახდინონ მთავრობის გადაწყვეტილებებზე.[8][9]
FARA ახდენს აგენტად კლასიფიკაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უტყუარი მტკიცებულებები არსებობს რომ აგენტმა უცხოეთიდან მიღებული შემოწირულობა დამკვეთის სახელით და მისი ინტერესების გასატარებლად პოლიტიკური საქმიანობაზე ზეგავლენისთვის გამოიყენა.
რუსულ არგუმენტაციაში FARA ხშირად არის წარმოდგენილი როგორც რუსული „აგენტის კანონის“ მოდელი, რაც მრავალჯერ იქნა უარყოფილი. რუსული კანონი ბევრად უფრო რეპრესიულია და მიზნად ისახავს იზოლირებას, რომ თავიდან აიცილოს ყველა არასამთავრობო საქმიანობა, ახლა უკვე „გარე დაფინანსების“ გარეშეც. მეორეს მხრივ, FARA მიზნად ისახავს მხოლოდ გამჭვირვალობას და არა ლობირების პრევენციას ან აღკვეთას გარდა ამისა, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება იმისთვის რომ მოხდეს აგენტად კლასიფიცირება, რუსეთში კი უკვე აგენტად კლასიფიცირებულმა ორგანიზაციებმა უნდა დაამტკიცონ თავიანთი უდანაშაულობა.[1]
ავსტრალია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ავსტრალიის საგარეო გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტი (FITSA), რომელიც ამოქმედდა 2018 წლის დეკემბერში, პირდაპირ ეფუძნება FARA-ს და შედგენილია აშშ-სთან თანამშრომლობით.[10][11]
ყირგიზეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2024 წელს აპრილიდან ყირგიზეთსი ამოქმედდა კანონი რომელიც აგენტების კანონით არის ცნობილი.[4]
ნიკარაგუა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნიკარაგუაში 2020 წლიდან მოქმედებს უცხოელი აგენტების შესახებ კანონი.[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Die "Agentengesetze", ihre Evolution und Konsequenzen.
- ↑ 2.0 2.1 URGENT OPINION ON THE LAW ON TRANSPARENCY OF FOREIGN INFLUENCE.
- ↑ Putin Signs Expanded ‘Foreign Agents’ Law.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Wie Putins „Agentengesetz“ zum Exportschlager wurde.
- ↑ [https://curia.europa.eu/jcms/upload/docs/application/pdf/2020-06/cp200073de.pdf Die von Ungarn erlassenen Beschränkungen der Finanzierung von Organisationen der Zivilgesellschaft durch außerhalb dieses Mitgliedstaats ansässige Personen sind mit dem Unionsrecht nicht vereinbar].
- ↑ Foreign Agents Registration Act.
- ↑ 22 U.S. Code § 611 - Definitions.
- ↑ The Justice Department’s New, Unprecedented Use of the Foreign Agents Registration Act.
- ↑ The swampy business of lobbying for foreign governments.
- ↑ Robinson, Nick (2020):. "'Foreign Agents' in an Interconnected World: FARA and the Weaponization of Transparency".. Duke Law Journal., გვ. 69: 1075–1147.
- ↑ Foreign Influence Transparency Scheme Act 2018.