კამილ ჰიუსმანსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კამილ ჰიუსმანსი
დაბ. თარიღი 26 მაისი 1871
ბილენზი
გარდ. თარიღი 25 თებერვალი 1968
ანტვერპენი
გარდ. მიზეზი უცნობია
ეროვნება ბელგიის დროშა ბელგია
მოქალაქეობა ბელგიელი

კამილ ჟან-ჟოზეფ ჰიუსმანსი (ფრანგ. Jean Joseph Camille Huysmans; დ. 26 მაისი, 1871, ბილენზი — გ. 25 თებერვალი, 1968, ანტვერპენი)[1][2]ბელგიის სოციალისტური პარტიის ლიდერი. ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრი (1946-1947). მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის მდივანი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უმაღლესი განათლება მიიღო ლიეჟის უნივერსიტეტში. მოიპოვა გერმანული ფილოლოგიის დოქტორის ხარისხი და წლების განმავლობაში ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას. 1896 წელს შეუერთდა ბელგიის სოციალისტურ პარტიას, იყო წამყვანი სოციალისტური გამოცემების ჟურნალისტი. 1905-1922 წლებში იყო მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის მდივანი და ერთ-ერთი ლიდერი. 1906 წელს აირჩიეს ბრიუსელის საბჭოს წევრად. 1910 წელს გახდა ბელგიის პარლამენტის წევრი. მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მეორე ინტერნაციონალსა და ჩინეთის რევოლუციურ მოძრაობას შორის კავშირების დამყარებაში.

1920 წლის სექტემბერში, მეორე ინტერნაციონალის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა საქართველოში. მოგზაურობდა რეგიონებში. საქართველოს მოქალაქეებს სიტყვით მიმართა კახეთის, გურიისა და სამეგრელოს მაზრებში გამართულ საზეიმო მიტინგებზე. საჯაროდ მხარს უჭერდა საქართველოში განხორციელებულ აგრარულ რეფორმას. საქართველოში ყოფნისას პირადად შეხვდა ნოე ჟორდანიას და ევროპული სოციალისტური წრეების მყარ მხარდაჭერას დაჰპირდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპაციის შემდეგ, სხვა ევროპელ სოციალისტებთან ერთად, აპროტესტებდა საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმს და მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას. 1920-იან წლებში ჰიუსმანსი აქტიურ პოლიტიკურ და სამეცნიერო საქმიანობას აგრძელებდა. მეორე მსოფლიო ომის პირობებში, გერმანიის მიერ ბელგიის ოკუპაციის დროს თავი ლონდონს შეაფარა, აქტიურ მხარდაჭერას უწევდა დევნილ ებრაულ თემებს, თანამშრომლობდა მემარცხენე სიონისტურ მოძრაობასთან. 1946 წელს, სათავეში ჩაუდგა ბელგიის მემარცხენე კოალიციურ მთავრობას. 1954 წელს აირჩიეს ბელგიის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტად. იყო ძალიან პოპულარული პოლიტიკური ფიგურა, რამდენიმეჯერ ხალხმრავალი დემონსტრაციებით აღინიშნა ჰიუსმანსის იუბილე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირენაძე ი., „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 554, თბ., 2018 წელი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]