კამენსკ-შახტინსკის ქრისტეს შობის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კამენსკ-შახტინსკის ქრისტეს შობის ეკლესია
Станица Каменская, Христорождественская церковь.jpg

ეკლესია ომამდე პერიოდში

კამენსკ-შახტინსკის ქრისტეს შობის ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა კამენსკ-შახტინსკი
სასულიერო სტატუსი დანგრეულია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ეკლექტიკა
თარიღდება 1886

კამენსკ-შახტინსკის ქრისტეს შობის ეკლესია (რუს. Церковь Рождества Христова) — ყოფილი მართლმადიდებლური ეკლესია ქალაქ კამენსკ-შახტინსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას[1]. ეკლესიის მშენებლობის დაწყება ცნობილი არაა, თუმცა იგი დასრულდა 1886 წელს, ხოლო ეკლესია დაანგრიეს 1950 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამენსკ-შახტინსკის ქრისტეს შობის ეკლესიის მშენებლობა დაასრულეს 1866 წელს. ეკლესია მდებარეობდა თანამედროვე ქალაქის ცენტრში დონეცკის პროსპექტზე[2]. ეკლესიას საკმაოდ მოცულობითი იყო, მას ჰქონდა სამი საკურთხეველი. მთავარი საკურთხეველი ნაკურთხი იყო იესო ქრისტეს შობის სახელზე, მარცხენა საკურთხეველი ნაკურთხი იყო ღვთისმშობლის ხარების სახელზე, ხოლო მარჯვენა საკურთხეველი ნაკურთხი იყო მირქმის სახელზე. 1890 წელს ეკლესიასთან ააშენეს საეკლესიო სამრევლო სკოლა.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პერიოდში ეკლესია არ დაუხურავთ, მასში მიმდინარეობდა ღვთისმსახურება ასევე მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. ეკლესიის სახელწოდებიდან გამომდინარე, რომელ მოედანზეც იგი მდებარეობდა ქრისტეს შობის მოედანი (ამჯამად მას შრომის მოედანი ეწოდება) და ქრისტეს შობის ქუჩა (ამჟამად ხალტურინის ქუჩა ეწოდება) ეწოდა.

კამენსკ-შახტინსკის ქრისტეს შობის ეკლესია დახურეს 1950 წელს, ხოლო 1960 წელს ნიკიტა ხრუშჩოვის ანტირელიგიური კამპანიის პერიოდში დაანგრიეს. კარლ მარქსის პროსპექტის № 50-ე სახლის ეზოში, იმ ადგილზე სადაც ეკლესია იდგა, აღმართულია ჯვარი მემორიალური დაფით[3].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]