კალცეფილები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კალცეფილები (ლათ. calx ნათ. ბრ. calcis კირი და ბერძნ. phileo — მიყვარს), კალცეფიტებიმცენარეები, რომლებიც უკეთ ხარობენ კალციუმით მდიდარ ნიადაგებზე, აგრეთვე კირქვიან, მერგელიან, ცარციან და სხვა ადგილებში. ეს დაკავშირებულია ნიადაგის ტუტე რეაქციასა და მის ზოგ ფიზიკურ თვისებებთან (კარგი წყალგამტარობა, გახურება და სხვა). კალცეფილებია ტყის ფრინტა, ციმბირის ლარიქსი, ბიჭვინთის ფიჭვი, ყვითელი იონჯა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]