კალიუმიანი სასუქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კალიუმიანი სასუქიმინერალური ნივთიერება რასაც იყენებენ ნიადაგის გასანოყიერებლად. კალიუმის სასუქის ძირითადი წყაროა კალიუმის მარილების ბუნებრივი საბადოები. ყოფილ სსრკ-ში კალიუმის წარმოება დაიწყო 1929 წლიდან — ჩრდილოეთ ურალში (სოლოკამსკი, ბერეზნიკი) კალიუმის საბადოების აღმოჩენის (1925) შემდეგ. კალიუმის სასუქი ორგვარია: კალიუმის ნედლი მარილები რასაც იღებენ ბუნებრივი კალიუმის მარილების — სილვინიტის, კაინტის და სხვა გადამუშავებით და სხვა. (დახარისხებით, დაფხვნით, დაფქვით) და კონცენტრილებული კალციუმ ქლორიდი, კალიუმ სულფატი 30%-იანი და 40%-იანი კალიუმის მარილები (კალიუმის, ქლორიდისა და წმინდად დაფხვნილი ბუნებრივი კაინიტის ამ სილვინიტის ნარევი), აგრეთვე პოტაში, კალიუმმაგნეზია, ნაცარი და სხვ.

კალიუმიანი სასუქებს ჩვეულებრივ ფოსფორიან ან აზოტიან და ფოსფორიან სასუქებთან ერთად იყენებენ ამით კალიუმი ღარიბ ნიადაგებზე მოსავლიანობა მნიშვნელოვნად იზრდება. მცენარისათვის კალიუმიანი სასუქის საჭიროება უფრო მეტად შეიმჩნევა ტყის რუხ-ყავიფერ, გაეწრებულ ნიადაგებს გამოტუტვილ შავმიწებზე, ტენიანის სუბტროპიკების წითელ მიწებზე, მეტადრე, როცა ჩაისა და ციტრუსების პლანტაციებზე ხანგრძლივად ანოყიერებენ მხოლოდ აზოტ-ფოსფორით. შედარები დიდი რაოდენობითაა საჭირო კალიუმი კარტოფილის, ბოსტნეულის, შაქრის ჭარხლის, ძირხვენების, თამბაქოსა და სხვ. გასანოყიერებლად უკეთეს შედეგს იძლევა კალიუმმაგნეზია, აგრეთვე კალიუმის სულფატი, კალიუმის გვარჯილა.

კალიუმიანი სასუქების დოზა დამოკიდებულია ნიადაგულ პირობებზე, მცენარის თავისებურებაზე, სასუქის ფორმაზე და მერყეობს 45 კილოგრამიდან 150 კილოგრამამდე ჰექტარზე. კალიუმიანი სასუქით განოყიერებისას იზრდება მოსავლიანობა (საშუალო /ჰა-ზე): შაქრის ჭარხლისა 35–40-ით კარტოფილისა, 20–33-ით, საშემოდგომო მარცვლეულის 3–5-ით, საგაზაფხულო მარცვლეულისა 2–3-ით, თივისა (ნათესი ბალახის) 20–33-ით, ბუნებრივი მდელოს თივისა 8–18-ით და სხვ. კალციუმიანი სასუქების შემდგომქმედება გრძელდება 3–4 წელი.

საქართველოს ნიადაგები კალიუმით უფრო მდიდარია ვიდრე აზოტით და ფოსფორით. საქართველოს სს რესპუბლიკური ზონალური აგრო ქიმიური ლაბორატორიების მონაცემებით, კალიუმით საშუალო და ძლიერ მდიდარ ნიადაგები შადგენენ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მთელი ფართბის 43,4%, მაგრამ როცა ნიადაგს სისტემატურად მხოლოდ აზოტ-ფოსფორით ანოყიერებენ, დროთა განმავლობაში ნიადაგში ადვილადმოძრავი კალიუმის რაოდეონბა კლებულობს და საჭირო ხდება კალიუმიანი სასუქების დამატება. ამის შესახებ სათანადო ინფორმაციას იძლევა აგროქიმიური კარტოგრამა რომლის საფუძველზე ადგენენ ნიადაგის კალიუმით (ასევე ფოსფორით) განოყიერების დოზას. მაგალითად, თუ ნიადაგში გაცვლით კალიუმის შემცველობა 100 გრამზე 6–8 მილიგრამს უდრის, მაშინ ჩაის პლანტაცია აზოტ-ფოსფორთან ერთად კალიუმიანი სასუქითაც უნდა განოყიერდეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]