კალიტვენკა-1

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კალიტვენკა-1
Калитвенка-1
მდებარეობა კამენსკის რაიონი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
თარიღდება ზედა პალეოლითი

კალიტვენკა-1 (რუს. Калитвенка-1) — ზედა პალეოლითის სადგომი, მდებარეობს კამენსკის რაიონის ტერიტორიაზე, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია, იქ სადაც ერთმანეთს ერთვის მდინარეები ჩრდილოეთის დონეცი და კალიტვენეცი, სტანიცა კალიტვენსკაიის ახლოს. განასხვავებენ რამდენიმე მოედანს – კალიტვენკა-1ა, კალიტვენკა-1ბ და კალიტვენკა-1გ. სადგომს უწოდებენ ასევე პალეოლითურ სახელოსნოსაც.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველყოფილი ადამიანების საცხოვრებელი აღმოაჩინა ლ. კრიჟევსკაიამ 1973 წელს. მდებარეობდა მშრალი ხევის ტერასაზე[1]. სდგომის საერთო ფართობი შეადგენს 1500 მ²-ს, სიმაღლე ხევის ძირიდან – 15 მეტრი. რამდენიმე საველე სეზონის დროს სამი არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს რამდენიმე მაღარო. სქელი ფენების საერთო მოცულობა არის 2-6 ფენა, სპეციალისტები გამოყოფენ 13 ლითოლოგიურ ჰორიზონტს. მეორედან მეექვსე ჰორიზონტამდე შუალედში აღმოჩენილია 10 დამუშავებული ქვის იარაღი და ორასამდე ანატკეჩი. აღმოჩენილი მასალების უმრავლესობა აღმოჩენილია მერვე და მეცხრე არქეოლოგიურ ფენაში. განსაკუთრებით ბევრი ნივთი აღმოაჩინეს მეცხრე ჰორიზონტალურ ფენაში, სულ რაღაც 4X5 ზომის ფართობზე აღმოაჩინეს ნივთები, რომელიც ცხადყოფდნენ, რომ აქ კარგად ახდენდნენ კვარციტის დამუშავებას.

არქეოლოგიურ სადგომზე აღმოჩენილია 93 დამუშავებული ქვა, აქედან 18 მერევე ჰორიზონტალურ, ხოლო 75 – მეცხრე ჰორიზონტალურ ფენაში. ამავე ფენებში აღმოჩენილია 27 პირველყოფილი ადამიანის იარაღი, რომელთაგან 8 არის დიდი მოცულობის, ხოლო დანარჩენი დამზადებულია ანატკეცებისაგან. მაკრო იარაღების შემადგენლობაში შედის ქვის დანა (ორი ეგზემპლარი), ხელცული (ერთი ეგზემპლარი) და სსჭრელი იარაღი (ხუთი ეგზემპლარი)[1].

მდინარე ცრდილოეთის დონეცის ხეობაში სხვა მსგავსი სადგომები, სადაც ასევე სახელოსნო იყო, ცნობილი არ არის. კალიტვინის სადგომი კალიტვენკა-1 – ერთადერთია პალეოლითურ ძელებს შორის, რომელიც აღმოჩენილია აღმოსავლეთ ევროპის ვაკეზე[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • А. Е. Матюхин. О характере связи сырья, типологии и технологии домустьерских и мустьерских памятников Русской равнины.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]