კალახანის მავზოლეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კალახანის მავზოლეუმი
Kələxana türbələri

კალახანის მავზოლეუმის გამოსახულება ნიდერლანდური მოგზაურის კორნელის დე ბრიუნის გრავიურაზე
მდებარეობა სოფელი კალახანა, შემახის რაიონი, აზერბაიჯანი
თარიღდება XVII საუკუნე
მდგომარეობა ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტი[1]

კალახანის მავზოლეუმი (აზერ. Kələxana türbələri) — XVII საუკუნის მემორიალური კომპლექსი. განლაგებულია სოფელ კალახანაში, აზერბაიჯანში, ქალაქ შემახის სამხრეთით. კომპლექსი შედგება 8 რვაკუთხა ქვის მავზოლეუმებისგან. ყოველი მათგანი დაფარულია პირამიდალური კარავით.[2]

ყოველი მავზოლეუმი ოდესღაც შემოფარგლული იყო ქვის კედლის პორტალით. ერთ-ერთი მავზოლეუმი აშენებულია კალატოზ აბდულ აზიმის მიერ 1663/1664 წელს (ეს მონაცემები აღბეჭდილნი არიან მავზოლეუმის კედელზე).[2]

250-150 მეტრ ფართობზე განლაგებული იყო 9 მავზოლეუმი. ამჟამად შენარჩუნებულ მავზოლეუმთა შორის 7 იმყოფება კარგ მდგომარეობაში, ხოლო ერთი ნახევრადდანგრეულია.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Azərbaycan Respublikası ərazisində dövlət mühafizəsinə götürülmüş daşınmaz tarix və mədəniyyət abidələrinin əhəmiyyət dərəcələrinə görə bölgüsünün təsdiq edilməsi haqqında Azərbaycan Respublikası Nazirlər Kabinetinin Qərarı დაარქივებული 2022-08-12 საიტზე Wayback Machine. (Распоряжение Кабинета Министров Азербайджанской Республики об исторических и культурных памятниках)
  2. 2.0 2.1 Калахана. Большая советская энциклопедия. 1973. XI. 194
  3. Qədim, sirli Şamaxı — Qəleybuğurt qalası, Kələxana türbəsi, Avaxıl qəbiristanlığı. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-17. ციტირების თარიღი: 2018-04-29.