ვასილ კაკაბაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კაკაბაძე, ვასილ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კაკაბაძე.

ვასილ მიხეილის ძე კაკაბაძე (დ. 7 ოქტომბერი, 1888, ხონი — გ. 10 მარტი, 1968, თბილისი) — ქართველი ქიმიკოსი, მეცნიერების დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაწყებითი განათლება მიიღო ხონში, შემდეგ სწავლა განაგრძო როსტოვის საშუალო ტექნიკურ სასწავლებელში, ხოლო 1909-1916 წლებში ხარკოვის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტია. ამ ხანებში აქტიურად მონაწილეობს სტუდენტურ მოძრაობაში, თანამშრომლობს ქართულ პრესაში.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგვ. კაკაბაძე მუშაობას იწყებს სამხედრო გზების მშენებლობაზე ერზრუმის რაიონში. 1918 წლიდან საქართველოშია და მთელ ძალისხმევას ახმარს ჩვენში ტექნიკური განათლების სათანადო დონეზე დაყენების საქმეს: სათავეში უდგას ამიერკავკასიის პირველ ტექნიკურ სასწავლებელს, არის საქართველოს ტექნიკური საზოგადოების მდივანი. მისი აქტიური მონაწილეობით გაიხსნა თბილისის უნივერსიტეტში პოლიტექნიკური ფაკულტეტი, რომელიც 1929 წელს გამოეყო და გაფორმდა ინდუსტრიულ ინსტიტუტად. აქ იგი 15 წელიწადს ქიმიურ-ტექნიკურ ფაკულტეტს ხელმძღვანელობდა როგორც დეკანი, ზოლო სამი ათეული წლის მანძილზე განაგებდა კათედრას.

ვასილ კაკაბაძის მეცნიერული მემკვიდრეობა 250-ზე მეტ შრომას მოიცავს, ამასთანავე იყო საქართველოში ტექნიკური აზროვნების აქტიური პროპაგანდისტი და დიდი პოპულარიზატორი. კერძოდ მეცნიერის ქმედითი მონაწილეობით დაარსდა პირველი ქართული ტექნიკური ხასიათის ჟურნალი ტექნიკა და ცხოვრება, რომლის პირველი რედაქტორიც თვითონ იყო. დიდია ვ. კაკაბაძის ღვაწლი ქართული ტექნიკური ცნებების შემუშავებაში. იგი იყო ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის კომისიის თავმჯდომარე, შემდგომ კი ყველა დარგობრივი თუ სხვა ტექნიკური ტერმინოლოგიური კომისიების უცვლელი წევრი.

1938 წლიდან გარდაცვალებამდე ვ. კაკაბაძე უცვლელად თავმჯდომარეობდა დ. მენდელეევის სახელობის საკავშირო ქიმიური საზოგადოების რესპუბლიკურ გამგეობას. დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი პროფესორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იასონ მოსეშვილივასილ კაკაბაძესოლომონ ქურდიანიგიორგი ახვლედიანიმიხეილ ზანდუკელიკორნელი კეკელიძეევგენი ჭოღოშვილიმიხეილ თაქთაქიშვილიგიორგი კონიაშვილიალექსანდრე დიდებულიძემიხეილ კონიაშვილინიკო მგელაძესერგო გორგაძეგრიგოლ ნათაძეანდრია ბენაშვილიივანე ჯავახიშვილინიკო ჩიგოგიძე

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 196, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]