კათრინის რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კათრინის რეგიონის რუკა (თეთრი ფერი).

კათრინის რეგიონი (ინგლ. Katherine Region) — ავსტრალიის ჩრდილოეთი ტერიტორიის ხუთ რეგიონს შორის ერთ-ერთი. ფართობით მეორე რეგიონია შტატში და მოიცავს 336 674 კმ²-ს.

მოსახლეობა 2007 წლის მიხედვით შეადგენს 18 646 ადამიანს. კათრინის რეგიონს ესაზღვრება შტატის ყველა რეგიონი: ცენტრალური ავსტრალია, არნემ-ლენდი, ბარკლის პლატო და დარვინის რეგიონი. ასევე ესაზღვრება კუინზლენდისა და დასავლეთ ავსტრალიის შტატები.

კათრინის რეგიონი მდებარეობს კარპენტარიის ყურის და არაფურის ზღვის ნაპირებზე. ტერიტორიის ძირითადი ნაწილი მოქცეულია უდაბნოების ტერიტორიაზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]