კავკასიური ლურჯი ნარი
იერსახე
| კავკასიური ლურჯი ნარი | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Eryngium caucasicum Trautv., 1871 | |||||||||||||||
| სინონიმები | |||||||||||||||
| |||||||||||||||
კავკასიური ლურჯი ნარი (ლათ. Eryngium caucasicum) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახის ლურჯი ნარის (ლურჯეკალას) გვარისა. მოცისფრო-მწვანე ან თითქმის მოლურჯო-იისფერია. ღერო 30-80 სმ სიმაღლისაა, ზედა ნაწილში გაფარჩხულ-დატოტვილი. ფესვთანური ფოთლები გრძელყუნწიანია, ბალახოვანი ან რბილტყავისებური, მოგრძოკვერცხისებური ფორმით, მთლიანი ან 3-ნაკვთიანი. ყვავილედი საგველასებურია. საბურვლის ფოთოლაკები — 5. თანაყვავილები სადგისისებური და ჩხვლეტიაა. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს ივნის-აგვისტოში. გავრცელებულია კავკასიაში, მცირე აზიაში, ირანსა და შუა აზიაში. გვხვდება თითქმის მთელ საქართველოში. იზრდება ზღვის სანაპირო ზოლში, მთისწინებსა და მთის შუა სარტყელში მშრალ ფერდობებზე.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 42.