კავკასიის მხარეთა უწყებანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

კავკასიის მხარეთა უწყებანი“ — ქართული ყოველკვირეული გაზეთი, მთავრობის ოფიციალური გამოცემა. გამოდიოდა თბილისში 1845 წლის იანვრიდან 1846 წლის ივლისამდე. წარმოადგენდა „ზაკავკაზსკი ვესტნიკის“ დუბლირებას. გაზეთი იბეჭდებოდა მცირე ზომის ქაღალდზე, 2 სვეტად, 8 გვერდზე. აქვეყნებდა ოფიციალურ ცნობებს და სხვა მასალებს. „კავკასიის მხარეთა უწყებანი“ ერთ-ერთი ქართული გაზეთია, რომელმაც შემოგვინახა საყურადღებო მასალა XIX საუკუნის 40-იანი წლების საქართველოს ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობის შესახებ. რედაქტორი — პლატონ იოსელიანი. მთარგმნელები — ზ. ფალავანდიშვილი, ვ. გურამიშვილი. ტირაჟი 50 ცალი. ჩვენამდე მოაღწია გაზეთის მხოლოდ ორმა ნომერმა (№ 1, № 11)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]