კადარის ნაოხვამური (სამლოცველო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კადარის ნაოხვამური
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა კოკი

კადარის ნაოხვამური — არქიტექტურული ძეგლი სამეგრელო ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, ამავე სოფელში მცხოვრებ მიხეილ ხუბუას კარ-მიდამოს ნაკვეთში, რომელიც „კადარის ნაოხვამურის“ სახელითაა ცნობილი.

ეკლესია დარბაზული ტიპის ფორმისაა ბრტყელი აფსიდით. აგების თარიღია გვიან შუა საუკუნეები. ნაშენია ძირითადად რიყის ქვით კირ დუღაბის ხსნარზე, ასევე ალაგ-ალაგ სამშენებლო მასალად გამოუყენებიათ წითელი ფერის ბრტყელი აგური, ნაწილი აგურისა იქვე მიმოფანტულია ეკლესიის მახლობლად. ეკლესიის წინა ფასადი მოუპირკეთებიათ დიდი კვადროვანი თლილი ქვებით. კედლები მხოლოდ შემორჩენილია დასავლეთით ერთი მეტრის სიმაღლის დონეზე. შესასვლელი კარები დასავლეთის და სამხრეთის მხარესაა დატანილი. ეკლესიის დასავლეთის მხარეს შემორჩენილია წრიული ფორმის თაღი. სამლოცველო ძლიერ არის დაზიანებული. დაფარულია უმეტესად მცენარეული საფარით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38215