იღბლიანი ჯენტლმენები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იღბლიანი ჯენტლმენები
ჟანრი კომედია
დამდგმელი რეჟისორი ალექსანდრე სერი
სცენარის ავტორი გიორგი დანელია
ვიქტორია ტოკარევა
როლებში ევგენი ლეონოვი
გიორგი ვიცინი
საველი კრამოროვი
რადნერ მურატოვი
კომპოზიტორი გენადი გლადკოვი
სტუდია მოსფილმი
გამოსვლის თარიღი 1971
ხანგრძლივობა 83 წთ.
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ენა რუსული

იღბლიანი ჯენტლმენები“ (რუს. Джентльмены удачи) — საბჭოთა კავშირის ერთსერიანი, მხატვრული კომედიური ფილმი, რომელიც გადაიღო რეჟისორმა ალექსანდრე სერიმ 1971 წელს. 1972 წელს იგი 65 მილიონმა მაყურებელმა ნახა და მალევე ფრაზები ფილმიდან გავრცელდნენ საბჭოთა ხალხის მეტყველებაში.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუა აზიაში იმალება სამი დამნაშავე. ისინი გათხრებისას არქეოლოგებს ჰპარავენ ალექსანდრე მაკედონელის მუზარადს. პროფესორი მალცევი, არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, ამის შესახებ მოსკოვში, მილიციაში განაცხადებს. მას უჩვენებენ მათ დოსიეს. იგი განსაკუთრებით დიდ ყურადღებას მიაქცევს მათი მეთაურის, დოცენტის იერს.

მოგვიანებით ავტობუსში მალცევი ამჩნევს ევგენი ტროშკინს - საბავშვო ბაღის პედაგოგსა და გამგეს. წარმოიშვება გაუგებრობა - მალცევს ჰგონია, რომ იგი დოცენტია. მას შემდეგ, რაც ყველაფერი ირკვევა, აღმოჩნდება, რომ ნამდვილი დამნაშავეები დაიჭირეს, მაგრამ მუზარადი ვერ უპოვეს - მათ იგი უბრალოდ დამალეს. მილიციის სახელით მალცევი ტროშკინს სთხოვს, დაეხმაროს საქმის ბოლომდე გახსნაში. მიუხედავად წინააღმდეგობისა, ევგენი საბოლოოოდ თანხმდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]