იული კიმი
იერსახე
იული კიმი | |
---|---|
![]() იული კიმი | |
დაბადების თარიღი |
23 დეკემბერი 1936 მოსკოვი, რუსეთი |
იული კიმი (რუს. Ким, Юлий Черсанович; დ. 23 დეკემბერი 1936, მოსკოვი) — რუსი პოეტი, კომპოზიტორი, დრამატურგი, სცენარისტი, მომღერალი და კომპოზიტორი. მამით კორეელია, ხოლო დედით — რუსი. სსრკ-ში დისიდენტური მოძრაობის მონაწილე. კინემატოგრაფისტთა კავშირის (1987), მწერალთა კავშირისა (1991) და პენ-კლუბის (1997) წევრი. მისი საავტორო სიმღერები გამსჭვალულია იუმორით, სადაც განვითარებულია ლიტერატურული სტილიზაციის ტრადიციები პაროდიული და სატირული ელემენტებით ჩათვლით. ბულატ ოკუჯავას სახელობის პრემიის ლაურეატი (1999).