იტაჩი უჩიჰა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

იტაჩი უჩიჰა (იაპონ. うちは イタチ) — ნარუტოს სერიის პერსონაჟი, უჩიჰა სასკეს ძმა, რომელმაც უჩიჰა მადარას დახმარებით პრაქტიკულად გაანადგურა უჩიჰას კლანი. ბოლოს ირკვევა, რომ მან ეს გააკეთა კონოჰის ბრძანებით, ქვეყანაში ომის აცილების მიზნით. აქვს ცეცხლის ძიუცუ. მუშაობს კისამესთან ერთად. მოკლულია სასკეს მიერ, რის შემდეგაც მისი ძალის ნაწილი გადაეცა სასკეს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასკესთან ბრძოლაში იტაჩი მოკვდა უცნობი ავადმყოფობით, რომლითაც ის ბოლო რამდენიმე წელი იყო დაავადებული. თავისი სიცოცხლის ბოლო წუთებში მან ყველა თავისი ძიუცუ გადასცა სასკეს თვალებს, რადგან იგი დაეცვა ტობისთან შეხვედრისას. ბრძოლამდე მან მოინახულა ნარუტო და გადასცა მას თავისი ძალის ნაწილი, რადგან იმ შემთხვევაში, თუ სასკე გადაწყვეტდა კონოჰის განადგურებას ნარუტოს შეძლებოდა მისი შეჩერება.

როგორც მადარა (ტობი) ამბობს, იტაჩი იყო კარგი პიროვნება, რომელსაც სურდა გადაერჩინა არამარტო თავისი ძმა, არამედ მთელი სამყაროც. იტაჩიმ ოთხი წლის ასაკში გადაიტანა შინობის მესამე ომი და დასახლების უსაფრთხოება მისთვის ყველაზე მთავარი იყო. იტაჩის ნამდვილი ისტორია იცოდა მხოლოდ ოთხმა ადამიანმა, ესენი იყვნენ: მესამე ჰოკაგე და მისი მრჩევლები - ჰომურა, კოჰარუ და დანზო. იტაჩის სურდა, რომ სიმართლე მის შესახებ ყოფილიყო დაფარული. რაც მოხდა იმ ღამეს, გაკეთებული იყო კონოხის მმართველების ბრძანებით. იმ ღამეს იტაჩი გამოემშვიდობა წარსულ ცხოვრებას. კონოჰის ბრძანებით იტაჩი ჯაშუშობდა უჩიჰას კლანში და შეატყობინა ჰოკაგეს იმ გადატრიალების შესახებ, რომელსაც ამზადებდა უჩიჰას კლანი. ეს გადატრიალება წამოიწყებდა ახალ ომს და იტაჩი წავიდა კლანის განადგურებაზე, რათა დაეცვა კონოჰა, მაგრამ ვერ შეძლო, მოეკლა თავისი უმცროსი ძმა - სასკე. მას მერე, რაც მესამე ჰოკაგეს სთხოვა, დაეცვა სასკე დანზოსგან, დატოვა სოფელი. იტაჩიმ იმ საღამოსვე იცოდა, რომ საკუთარი ძმის ხელით მოკვდებოდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]