შინაარსზე გადასვლა

ისტ-რივერი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისტ-რივერი
ისტ-რივერი ბრუკლინის, მანჰეტენისა და უილიამსბურგის ხიდებით.

ისტ-რივერი (ინგლ. East River) — სანაოსნო სრუტე ქ. ნიუ-იორკში ზემო ნიუ-იორკის ყურესა და ლონგ-აილენ-საუნდის სრუტეს შორის. ჰყოფს მანჰეტენსა და ბრონქს ბრუკლინისა და კუინზისგან. უკავშირდება მდ. ჰუდზონსა და მდ. ჰარლემს. სიგრძეა 26 კმ.

სრუტეზე აგებულია საავტომობილო ხიდების ქსელი (მათ შორის ბრუკლინის ხიდი, მანჰეტენის ხიდი, უილიმსბურგის ხიდი, კუინზის ხიდი), სარკინიგზო ხიდი, ხოლო სრუტის ქვეშ გაყვანილია ორი საავტომობილო გვირაბი. მასზეა ასევე საპორტო ნაგებობები, მათ შორის ბრუკლინის სამხედრო პორტი. მისი სანაპიროს გასწვრივ მანჰეტენზე გადის ავტომაგისტრალი ფდრ დრაივი, აქვეა ასევე გაეროს შტაბ-ბინის შენობა. კუინზის რაიონში სრუტის ნაპირას მდებარეობს ლა-გუარდიას აეროპორტი. მანჰეტენსა და კუინსს შორის სრუტეზე მდებარეობს რუზველტის კუნძული.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ისტ-რივერი“-დან