ისიტნოფრეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისიტნოფრეტი
იეროგლიფებში
stt
H8
nfrr&t
რამსეს II-ის სამეფო ოჯახი, ზედა რეგისტრში მეორეა ისიტნფრეტი.

ისიტნოფრეტი — ფარაონ რამსეს II-ის მეორე (ნეფერტარის შემდეგ) „მთავარი მეუღლე“. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დედოფალი. გახდა ფარაონის მთავარი მეუღლე ნეფერტარის სიკვდილის შემდეგ 24-ე წელს რამსესის მმართველობიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი წარმომავლობის შესახებ არაფერია ცნობილი. მის ქალიშვილს ბენტ-ანატს ჰქონდა სირიული სახელი, შესაძლოა ეს ხსნის მის წარმომავლობას. ისიტნოფრეტი გამოსახულია რამსეს II-თან ერთად კედელზე ასუანში, სადაც მოხსენიებულია მისი სახელი.

ცნობილია დედოფალ ისიტნოფრეტის 4 შვილი: უფროსი ქალიშვილი ბენტ-ანატი, პრინცი რამსესი, რამსეს II-ის ყველაზე ცნობილი ვაჟი ხაემუასი და მერნეპტაჰი, რომელმაც მამის და უფროსი ძმების სიკვდილის შემდეგ მიიღო ტახტი.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მემკვიდრე პრინცესა
  • მეფის დედა
  • ორი მიწის მბრძანებელი
  • მეფის ცოლი
  • მეფის მთავარი მეუღლე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]