ბენტ-ანატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რამსეს II-ის ქალიშვილი ბენტ-ანატი

ბენტ-ანატი — ეგვიპტის ფარაონ რამსეს II-ის და მისი მთავარი ცოლის ისიტნოფრეტის უფროსი ქალიშვილი. მომავალში თვითონ გახდა მთავარი ცოლი. ნეფერტარი-მერენმუტთან ერთად ითვლება რამსეს II-ის ყველაზე ცნობილ ცოლად. სავარაუდოდ იგი დაიბადა მაშინ როდესაც მამამისი იყო თავისი მამის, სეთი I-ის თანამმართველი. მისი ძმები იყვნენ პრინცი რამსესი, ხაემუასი და მერნეპტაჰი.

ბენტ-ანატი რამსესის მეორე ცოლი გახდა ისიტნოფრეტის გარდაცვალების შემდეგ მამამისის მმართველობის 25-ე წელს.

ბენტ-ანატი სირიული წარმოშობისაა და ნიშნავს „ანატის შვილს“. ანატი იყო დასავლეთსემიტურ მითოლოგიაში ნადირობის და ომის ქალღმერთი. ეგვიპტეში ეს კულტი სავარაუდოდ, ჰიქსოსებმა შემოიტანეს. ფარაონმა რამსეს II-მ რომელიც ხეთებს ებრძოდა კადეშთან თავის თავს უწოდებდა „ანატის მოყვარულს“.

ბენთ-ანატს ჰყავდა გოგონა, რომელიც გამოსახულია მისი აკლდამის კედლებზე. მისი სახელი არ მოიხსენიება ჩვენთვის ნაცნობ წყაროებში, მაგრამ შესაძლებელია, რომ მისი სახელი ასევე იყო ბენტ-ანატი და ის შემდეგი ფარაონის, მერნეპტაჰის მეუღლე გახდა. ლუქსორში მერნეპტახას სტელაზე მოიხსენიება მეფის „მთავარი ცოლი ბენტ-ანატი“, სავარაუდოდ, რამსეს II შვილიშვილი - რადგანაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ უფროსი ბენტ-ანატი ყოფილიყო მერნეპტაჰის ცოლი, როცა მათ შორის განსხვავება იყო სამოც წელზე მეტი.

ბენტ-ანატი გარდაიცვალა თავისი ძმის მერნეპტაჰის მეფობის დროს და დასაფლავებულია აკლდამაში QV71, მეფეთა ველზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dodson, Aidan and Hilton, Dyan. The Complete Royal Families of Ancient Egypt. Thames & Hudson. 2004. ISBN 0-500-05128-3