ირმის რქა (მთა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ირმის რქა (მრავალმნიშვნელოვანი).

ირმის რქა — მთა, არქეოლოგიური ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ არალისა და წარბასთუმნის მიმდებარედ. მდებარეობს ზღვის დონიდან 1 560 მეტრზე[1].

2020 წლის აგვისტოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ამ მთაზე აღმოჩნდა მრავალფენიანი ნამოსახლარი, სადაც ცხოვრების უადრესი ეტაპი წარმოდგენილია ძვ. წ. III ათასწლეულით, ადრე ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის კულტურით[2].

არქეოლოგიური გათხრების შედეგად, რომელსაც საქართველოს ეროვნული მუზეუმი ახორციელებს (ხელმძღვანელი გიორგი ჩილინგარაშვილი[3]) აღმოჩენილია სადგრის ფრაგმენტები, თიხის ჭურჭელი, ხელსაფქვავები, თიხის მცირე ზომის ფიგურები, ობსიდიანის, კაჟისა და ქალცედონისაგან დამზადებული ნამგლის ჩასართები და ისრის პირები[1].

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნამოსახლარზე ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრულით დათარიღებული ე. წ. ბედენური კულტურის ნამოსახლარის აღმოჩენა, რაც ამ კულტურის დადასტურების პირველი შემთხვევაა სამცხის ამ ნაწილში[2][1].

2021 წელს არქეოლოგიურ ძეგლს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ადიგენში ძვ.წ. III ათასწლეულით დათარიღებული მრავალფენიანი ნამოსახლარი აღმოაჩინეს
  2. 2.0 2.1 ადიგენში ნამოსახლარი აღმოაჩინეს, რომელიც სამცხეში ე.წ. ბედენური კულტურის დადასტურების პირველი შემთხვევაა
  3. ადიგენში ნამოსახლარი აღმოაჩინეს, რომელიც სამცხეში ე.წ. ბედენური კულტურის დადასტურების პირველი შემთხვევაა
  4. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება № 02/20, 2021 წლის 6 აპრილი, ქ. თბილისი, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ