ირინე ალექსიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ირინე ალექსანდრეს ასული ალექსიძე (დ. 21 იანვარი, 1914, თბილისი — გ. 1996) — ქართველი ბალერინა. საქართველოს სახალხო არტისტი (1960).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1930 წელს თბილისში დაამთავრა მ. პერინის საბალეტო სტუდია. 1939 წელს მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი, 1941 წელს თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1944-1961 წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი იყო. ალექსიძის შესრულებას ახასიათებდა დამაჯერებლობა, დრამატული სიმძაფრე, ემოციურობა. როლები: ჯავარა (დ. თორაძის „გორდა“, სახელმწიფო პრემია, 1951), ნიავი (გ. კილაძის „სინათლე“), მანიჟე (ა. ბალანჩივაძის "მთების გული“), ზოია რუხაძე (დ. თორაძის „მშვიდობისათვის“) და სხვა. დაჯილდოებულია ორი ორდენითა და მედლით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]