ირინა ფედიშინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირინა ფედიშინი
Ірина Федишин
ირინა ფედიშინი M1 მუსიკალურ დაჯილდოებაზე 2019 წელს
ირინა ფედიშინი M1 მუსიკალურ დაჯილდოებაზე 2019 წელს
ბიოგრაფიული ინფორმაცია
დაბადების სახელიIryna Petrivna Fedyshyn
დაიბადა1987 წლის 1 თებერვალი (37 წლის), ლვივი, უკრაინის სსრ, საბჭოთა კავშირი
ჟანრ(ებ)იპოპმუსიკა, პოპფოლკი
საქმიანობამომღერალი, კომპოზიტორი
ინსტრუმენტისინთეზატორი, გიტარა
აქტიურობის წლები2005 წლიდან – დღემდე
ლეიბლიBest Music
საიტიirynafedyshyn.com

ირინა ფედიშინი (უკრ. Іри́на Петрі́вна Феди́шин, დაბადებული ლვივში) — უკრაინელი მომღერალი და კომპოზიტორი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირინა ფედიშინი დაიბადა მუსიკოსის ოჯახში 1987 წლის 1 თებერვალს უკრაინის სსრ-ის ქალაქ ლვივში. მან ადრეული ასაკიდანვე გამოამჟღავნა მუსიკალური, ვოკალური და სასცენო უნარ-ჩვევები.[2]

მომავალმა მომღერალმა თავი წამყვანის ამპლუაში გამოსცადა ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში. მამამისი, მიუხედავად იმისა, რომ თავად იყო მუსიკოსი, არასდროს მიიჩნევდა მუსიკას სერიოზულ პროფესიად და ოცნებობდა, რომ მისი შვილი შესულიყო ჭადრაკზე. მომავალი მომღერლის პირველი მუსიკალური ინსტრუმენტი იყო სინთეზატორი, რომლითაც სწრაფად დაეუფლა იმპროვიზაციას და დაიწყო სიმღერების წერა.

ირინა ფედიშინმა 13 წლის ასაკში გადაწყვიტა მუსიკალური განათლების მიღება და სასწავლებლად შევიდა მუსიკალურ სკოლაში. საშინაო განათლების წყალობით, იგი მყისიერად მიიღეს მუსიკალური სკოლის მეოთხე კურსზე. ირინამ სასწავლებელი წარჩინებით დაასრულა და, აგრეთვე, საკონცერტო პროგრამებიც ჩაატარა. იგი დაეუფლა ეკონომიკის მეცნიერებას ივან ფრანკოს ლვივის ეროვნულ უნივერსიტეტში და, ამავე დროს, კერძო მუსიკალური და ვოკალური გაკვეთილებიც აიღო.

ირინა ფედიშინი მონაწილეობდა ახალგაზრდების მუსიკალურ შეჯიბრებებსა და ფესტივალებში, სადაც მოიგო სხვადასხვა პრიზი. უკრაინულმა რადიო-სადგურებმა ზოგიერთი სიმღერა შეიტანეს თავის რეპერტუარში. 2005 წელს ირინა გამოვიდა ევროვიზიის მუსიკალური შეჯიბრის ნახევარფინალში და 2006-2009 წლებში საკონცერტო პროგრამით წარდგა.[3][4] 2015 წელს ირინა ფედიშინმა თავისი სიმღერით "Sertsia stuk" მოიგო უკრაინულ ენაზე გამართული მუსიკალური შეჯიბრი "უკრაინული ფორმატი".[5][6]

2016 წელს ირინა გამოვიდა უკრაინულ კონცერტებზე და რამდენიმე ათეულ ქალაქს ესტუმრა.[7] 2016 წლის 4 ნოემბერს კიევში, კერძოდ, ოქტომბრის სასახლეში, ჩაატარა სოლო კონცერტი, სახელწოდებით "Tsvite Kalina".[8]

2018 წელს ირინა ფედიშინმა მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო შოუს "უკრაინული ვოისის" მე-18 სეზონში.[9]

2020 წელს ირინა ფედიშინი და მისი ქმარი დაავადნენ კორონავირუსით, რაც ცნობილი გახდა მათი გამოჯანმრთელების შემდეგ.[10] 2020 წლის სექტემბერში, ირინამ წარადგინა სიმღერა "Tam de ty", რომელიც კიევსა და უკრაინაში ყველაზე პოპულარულ 10 სიმღერას შორის მოხვდა, ხოლო მისმა მუსიკალურმა ვიდეომ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა "YouTube"-ზე. მოგვიანებით, იმავე წელს, მომღერალმა გამოუშვა რამდენიმე საშობაო სიმღერა.

2021 წლის იანვრიდან მომღერალმა მონაწილეობა მიიღო პროექტში "ნიღბიანი მომღერალი – უკრაინა" სატელევიზიო არხზე "უკრაინა", მაგრამ გადაცემა მეოთხე ეპიზოდში დატოვა.[11] 2 მარტს, ფედიშინმა წარადგინა ავტორის სიმღერა "Obiimy".[12]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირინა ფედიშინი ცხოვრობს ლვივში და დაქორწინებულია პროდიუსერ ვიტალი ჩოვნიკზე.[13] მათ ჰყავთ ორი საერთო ვაჟი: იურა და ოლეგი.[14]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები

  • Tvii anhel (2007 წ.)
  • Ukraina koliaduie (2007 წ.)
  • Parol (2012 წ.)
  • Ukraina koliaduie. Nove (2013 წ.)
  • Tsvite kalyna (2015 წ.)
  • Ty tilky mii (2018 წ.)

ჯილდოები და ნომინაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდო წელი კატეგორია ნომინანტი შედეგი
Ukrainskyi format 2015 კონკურსის ლაურეატი ირინა ფედიშინი მოგებული
Ukrainska pisnia roku 2017 წლის აღმოჩენა ირინა ფედიშინი ("Chuzhi usta") მოგებული
2021 უკრაინული სიმღერის სიამაყე ირინა ფედიშინი მოგებული
Zolota zhar-ptitsia 2018 წლის ქალი მომღერალი ირინა ფედიშინი ნომინირებული
წლის ჰიტი "Ty tilky mii" ნომინირებული
პოპულარული ჰიტი ნომინირებული
2019 "Roman" ნომინირებული
2020 საცეკვაო ჰიტი "Prosto tantsiui" ნომინირებული
Muzychna platforma 2019 წლის სიმღერა "Bili troiandy" მოგებული
2020 "Tam de ty" მოგებული
YUNA 2020 საუკეთესო პოპულარული ჰიტი "Khochu na Maldivy" ნომინირებული

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ирина Федишин. Обозреватель. ციტირების თარიღი: 22 January 2017.
  2. Ирина Федишин: Желаю читателям "КП" встретить светлый праздник в атмосфере добра. «Комсомольская правда в Украине» (4 January 2017). ციტირების თარიღი: 21 January 2017.
  3. З нагоди дня Києва у столиці відбувся фестиваль сучасної пісні "Шлягер Року 2006". Укрінформ (31 May 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ივნისი 2020. ციტირების თარიღი: 5 February 2019.
  4. "Шлягер року" знову зібрав зірок естради. Укрінформ (1 June 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივნისი 2020. ციტირების თარიღი: 5 February 2019.
  5. Ирина Федишин в гостях у АиФ.ua. «Аргументы и Факты в Украине» (8 October 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 იანვარი 2017. ციტირების თარიღი: 22 January 2017.
  6. Ирина Федишин стала лауреатом конкурса Украинский формат. «Теленеделя» (25 August 2015). ციტირების თარიღი: 22 January 2017.
  7. Ирина Федишин стала миллионершей. «Комсомольская правда в Украине» (23 September 2016). ციტირების თარიღი: 21 January 2017.
  8. Александр Пономарев поддержал Ирину Федишин на ее концерте в Киеве. «Обозреватель» (8 November 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ნოემბერი 2016. ციტირების თარიღი: 22 January 2017.
  9. "Голос країни-8»: Федишин спробує переспівати Білик, а Трінчер – «Антитіла". ТСН (телепередача) (6 April 2018). ციტირების თარიღი: 5 February 2019.
  10. София Ковнир. (12 October 2020) Ирина Федишин вместе с мужем переболели коронавирусом и рассказали о протекании болезни. ციტირების თარიღი: 4 March 2021
  11. Мария Синицкая. (13 February 2021) Кто под маской? Чем завершился четвертый выпуск гипершоу. ციტირების თარიღი: 4 March 2021
  12. Ирина Федишин показала изысканный образ в белоснежном платье: эффектное видео. 24 Канал (2 March 2021). ციტირების თარიღი: 4 March 2021
  13. Ирина Федишин удивила своего мужа на годовщину свадьбы. «Комсомольская правда в Украине» (2 September 2016). ციტირების თარიღი: 21 January 2017.
  14. „«Иди домой»: Сын Ирины Федишин забавно отреагировал на выступление мамы“. hochu.ua. 19 May 2019. ციტირების თარიღი: 11 February 2021.