ირაკლი პაპაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირაკლი პაპაშვილი
დაბადების თარიღი 14 მაისი, 1950 (1950-05-14) (73 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ირაკლი პაპაშვილი (დ. 14 მაისი, 1950, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი და მეცნიერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ოკეანოლოგიის სპეციალობით.

მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის უნივერსიტეტის ზღვის ნაპირების დინამიკისა და მორფოლოგიის ლაბორატორიაში ინჟინრის თანამდებობაზე; 1976-1981 წლებში მუშაობდა ნაპირგამაგრების რესპუბლიკურ სამმართველოში, ჯერ ქ. ბათუმის სტაციონარის ჯგუფის ხელმძღვანელად, შემდეგ კი, ამავე სტაციონარის უფროსად; 1981 წელს მუშაობა დაიწყო ახლად შექმნილ გაერთიანება „საქნაპირდაცვის“ აჭარის სანაპირო რეჟიმული კვლევების სტაციოანრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე; 1985 წლიდან — ლითოდინამიკის ლაბორატორიის გამგის მოადგილის თნამდებობაზე, 1990 წლიდან — ლაბორატორიის გამგედ; 1998-2001 წლებში. იყო კოლხეთის სანაპირო რეჟიმული კვლევების სტაციონარის გამგე; 2001-2002 წლებში. შპს „მეგაფლოტის“ საზღვაო განყოფილების უფროსი, 2002 წლიდან ასოციაცია „ჰიდროსფეროს“ თავმჯდომარის მოადგილე. იკვლევს ზღვის სანაპიროს და წყალქვეშა ფერდის მოძრავი ნატანის დინამიკას (ლითოდინამიკა). გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებში. ოკეანოლოგი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 219

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]