ირაკლი იმედაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ირაკლი იმედაძე (დ. 2 იანვარი, 1952, თბილისი) — ქართველი ფსიქოლოგი. 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1977-1981 წლებში იყო დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1981-1985 წლებში ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1985-1989 წლებში განწყობის ფსიქოლოგიის ლაბორატორიის გამგე; 1989-1990 წლებში ზოგადი ფსიქოლოგიის განყოფილების გამგე; 1990-2006 წლებში ფსიქოლოგიის ისტორიის ლაბორატორიის გამგე; 2006 წლიდან არის დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი და ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 1990-1995 წლებში საქართველოს განათლების სამინისტროსთან არსებული გამოყენებითი ფსიქოლოგიის ცენტრის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი; 1978-2006 წლებში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის, ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი. არის ასამდე სამეცნიერო პუბლიკაციისა და წიგნის ავტორი. 2005 წელს მიენიჭა დიმიტრი უზნაძის სახელობის სახელმწიფო პრემია.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფსიქოლოგიის ისტორია - History of psychology (ავტორი). - თბილისი, მწიგნობარი, 2008. - 665გვ.. - ISBN 978-9941-9019-8-0
  • XX საუკუნის ფსიქოლოგიის ძირითადი მიმდინარეობები (ავტორი). - თბილისი, ენა და კულტურა, 2004. - 374გვ. . - ISBN 99940-23-43-8

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]