ირაკლი ბათიაშვილი (ენტომოლოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ირაკლი ბათიაშვილი (მრავალმნიშვნელოვანი).

ირაკლი დიმიტრის ძე ბათიაშვილი (დ. 31 ოქტომბერი [ ძვ. სტ. 18 ოქტომბერი], 1902, თბილისი ― გ. 16 მარტი, 1982, იქვე) — ქართველი ენტომოლოგი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1940), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961).

1925 წელს დაამთავრა თსუ აგრონომიის ფაკულტეტი. 1931 წლიდან მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1945 წლიდან ენტომოლოგიის კათედრის გამგე იყო; 1950–1958 წლებში ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო ნაწილში. ბათიაშვილმა გამოიკვლია უმთავრესად სუბტროპიკული კულტურების და კონტინენტური ხეხილის მავნე ენტომოფაუნა და მისი მთავარი სახეობების ბიოეკოლოგია. თანაავტორია ენტომოლოგიის სახელმძღვანელოსი. ბათიაშვილი იყო საქართველოს ენტომოლოგიის საზოგადოების თავმჯდომარე (1968). დაჯილდოებულია სამი შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]