ირაკლი ანდრონიკოვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ირაკლი ანდრონიკოვი
დაბ. თარიღი 15 სექტემბერი/28 სექტემბერი 1908
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
გარდ. თარიღი 13 ივნისი, 1990
გარდ. ადგილი მოსკოვი, რუსეთი
სამეცნიერო სფერო ფილოლოგია
ალმა-მატერი ლენინგრადის უნივერსიტეტი

ირაკლი ანდრონიკოვი (ირაკლი ლუარსაბის ძე ანდრონიკაშვილი; რუს. Андроников, Ираклий Луарсабович; დ. 15 სექტემბერი/28 სექტემბერი 1908, სანქტ-პეტერბურგი — გ. 13 ივნისი, 1990, მოსკოვი) — რუსი მწერალი და ლიტერატურათმცოდნე, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1982). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1956), რსფსრ (1959) და საქართველოს სსრ (1961) ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1967). სკკპ წევრი 1949 წლიდან. დაიბადა ცნობილი იურისტის, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ერთ-ერთი ფუძემდებლის ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ოჯახში. დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. ქმნიდა და თვითონვე კითხულობდა ესტრადაზე ზეპირ მოთხრობებს, განასახიერებდა რეალური გმირების — მწერლების, მეცნიერების, მსახიობების, სამხედრო მოღვაწეების „პორტრეტებს“. ამ ზეპირ მოთხრობათა ნაწილი გამოქვეყნებულია („მოთხრობა-საუბრები“, 1935; „გენერალ ჩანჩიბაძის საუბარი ახალწვეულებთან“, 1942; „ლერმონტოვის თანამემამულე“, 1952; „შალიაპინის ყელი“, 1959 და სხვა). როგორც ლიტერატურათმცოდნე ანდრონიკოვი უმთავრესად მიხეილ ლერმონტოვის შემოქმედებას იკვლევდა. აღმოაჩინა და გამოაქვეყნა მიხეილ ლერმონტოვის, ალექსანდრე პუშკინისა და პოეტთა ბიოგრაფიული მასალები. მუშაობდა ტექსტოლოგიაში, იყო რედაქტორი ლერმონტოვის თხზულებათა ოთხტომეულისა (1953). იგი ხშირად გამოდიოდა როგორც პუბლიცისტი, კრიტიკოსი. ანდრონიკოვის ზეპირი მოთხრობები საფუძვლად დაედო რამდენიმე კინოფილმს, რომლებშიც ის თვითონვე მონაწილეობდა. ლენინური პრემიის ლაურეატი (1976).

თხზულებები[რედაქტირება]

  • ლიტერატურათმცოდნის მოთხრობები, თბ., 1962;
  • საქართველო მ. ლერმონტოვის შემოქმედებაში, თბ., 1953.
  • Я хочу рассказать вам..., 2 изд., М., 1965;
  • Лермонтов. Исследования и находки, 2 изд., М., 1967.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 452, თბ., 1975 წელი.
  • Александров В., Ираклий Андроников, в его кн.: Люди и книги, М., 1956;
  • Жданов В., В поисках нового, "Новый мир", 1964, № 10;
  • Дейч А., Творческий облик поэта, "Театр", 1965, № 1.