იოსებ ჯიბლაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯიბლაძე.
იოსებ ჯიბლაძე
დაბ. თარიღი 15 სექტემბერი, 1909(1909-09-15)
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 15 სექტემბერი, 1967(1967-09-15) (58 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა გეოგრაფი
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი

იოსებ ჯიბლაძე (დ. 15 სექტემბერი, 1909 — გ. 15 სექტემბერი, 1967) — ქართველი გეოგრაფი და პედაგოგი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1948), დოცენტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოსებ ჯიბლაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1932 წელს; 1936 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა გეომორფოლოგიის სპეციალობით.[1]

მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კეთედრის ასისტენტად; 1937–55 წლებში ჯერ უფროსი მასწავლებელი იყო, შემდეგ დოცენტი; 1937–38 წლებში შეთავსებით მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ გეოგრაფიის სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად და სწავლულ მდივნად. იოსებ ჯიბლაძე 1949–55 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი; 1937–50 წლებში თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის კათედრის გამგე.[1]

საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1948 წელს თემაზე: „მდ. მტკვრის გეომორფოლოგია მცხეთასა და სოღანლუღს შორის“. იოსებ ჯიბლაძე 25 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომელთა შორის, აღსანიშნავია გეომორფოლოგიური ხასიათის შრომები. ავტორია მრავალი სამეცნიერო-პოპულარული ნარკვევისა და სტატიისა. თარგმნა სახელმძღვანელოები — მეხუთე კლასის „ფიზიკური გეოგრაფია“ და მეშვიდე კლასის „სსრ კავშირის ფიზიკური გეოგრაფია“.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003.