იოსებ ცინცაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იოსებ რაჟდენის ძე ცინცაძე (დ. 1889 — გ. 1960, დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე) — ქართველი ექიმი, პოლიტიკური ემიგრანტი.

დაიბადა ოზურგეთის მაზრის შეძლებული გლეხის ოჯახში. მისი ძმა იყო ქიმიკოსი შალვა ცინცაძე. უმაღლესი სამედიცინო განათლება რუსეთში მიიღო. შემდეგ კერძო პრაქტიკას ეწეოდა თბილისში, სადაც ჰქონდა შინაგან და ვენერულ სნეულებათა კაბინეტი (მდებარეობდა მიხეილის პროსპექტზე, №121). 1921 წლიდან ემიგრაციაში იყო საფრანგეთში. მონაწილეობდა ქართველი ემიგრანტების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში. იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე (პარტიული ფსევდონიმი — „ლუკა“), შემდეგ საფრანგეთის ქართველთა ასოციაციის თავმჯდომარე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]