იოსებ იმედაშვილის სახლ-მუზეუმი
იოსებ იმედაშვილის სახლ-მუზეუმი — ისტორიული ძეგლი მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის ცენტრში. სახლ-მუზეუმი გაიხსნა 1983 წელს.
სახლი ერთსართულიანია, აშენებულია აგურით. სახლში შესასვლელი აივნიდანაა. სახლში გვხვდება მწერის და საზოგადო მოღვაწის, იოსებ იმედაშვილის ჭედური პორტრეტი. ექსპოზიციაში ასევე გამოფენილია იოსებ იმედაშვილის ცხოვრების სხვადასხვა პერიოდის ამსახველი ფოტომასალა და მემორიალური ნივთები.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ბერძენიშვილი ც., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 348.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 26432