იობიდაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იობიდაში ჰიდეო, 2008 წლის მაისის ბაშოს დროს

იობიდაში — გამომცხადებელი, რომელიც პროფესიონალ სუმოისტს (რიკიშის) მოუხმობს დოჰიოზე უშუალოდ ორთაბრძოლის წინ. ამას იგი ახორციელებს შემდეგი წესის დაცვით: ხელში უჭირავს ტრადიციული იაპონური დასაკეცი მარაო და რიგრიგობით, წამღერებით იძახის ორივე მებრძოლის სახელს და მხარეს, საიდანაც ისინი გამოდიან (დასავლეთი და აღმოსავლეთი).

იობიდაშს აცვია უნიფორმა, რომელიც სტილისტურად ეფუძნება იაპონელი მუშის ტრადიციულ სამოსს. კიმონოზე გამოსახული წარწერები სარეკლამო ხასიათისაა.

გამომდინარე მისი მუშური ჩაცმულობიდან, იობიდაში იაპონიის სუმოს ასოციაციის მუშაა, რომელსაც მრავალი ფუნქცია აქვს დაკისრებული. ორთაბრძოლების დღეს იგი გვის დოჰიოს, ამარაგებს სუმოისტებს რიტუალური მარილით, რომელიმე მებრძოლის გამოუცხადებლობის საფუძველზე დოჰიოზე გამოაქვს სპეციალური ბანერი, რითაც მაყურებელს აცნობებს, რომ მის მეტოქეს უბრძოლველად ჩაეთვალა მოგება. გარდა ამისა, უზრუნველყოფს სუმოისტთა უსაფრთხოებას, რომ დოჰიოდან გადმოვარდნის შემთხვევაში კუთხეში მდგარ ხის სათლს არ დაეცნენ და ტრავმა არ მიიღონ. ასევე, იობიდაშებს გამოაქვთ პოპულარული მებრძოლების სპონსორთა სარეკლამო ბანერები. სატურნირო დღეებში ისინი უკრავენ დოლებსაც არენის გარეთ, რითაც გულშემატკივრებს უხმობენ ორთაბრძოლების სანახავად.

იობიდაშები აშენებენ თიხისგან დოჰიოს ტურნირებისთვის, საჩვენებელი და საწვრთნელი ვარჯიშებისთვის. არსებობს ტრადიცია, რომლის იხედვითაც იობიდაშები თხზავენ და მღერიან სიმღერებს (ე.წ. "ჯინკუ") სუმოისტთა ცხოვრებაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • David Shapiro (13 December 2013). Sumo: A Pocket Guide: A Pocket Guide. Tuttle Publishing. pp. 47–. ISBN 978-1-4629-0484-6.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Gunning, John (29 August 2018). "Unsung yobidashi keep sumo running smoothly". Japan Times. Retrieved 1 September 2018.
  • "立呼び出しに出場停止2場所=暴力問題、退職届受理-大相撲". jiji.com (in Japanese). 25 October 2019. Retrieved 25 October 2019.