იოანე კინამოსი
იერსახე
იოანე კინამოსი (ბერძ. Ἰωάννης Κίνναμος) — ბიზანტიელი ქრონისტი. ცხოვრობდა XII საუკუნეში. იყო იმპერატორ მანუელ I კომნენოსის მდივანი და დაახლოებული პირი. მისი ქრონიკა „შემოკლებული ისტორია“ მოიცავს 1118-1176 წლების ამბებს. მასში მანუელ I-ის გაზვიადებულ ქებასთან ერთად მოცემულია ბევრი საინტერესო ცნობა, რომელთა უმეტესობა ოფიციალურ დოკუმენტს ემყარება. აქვს ცნობები XII საუკუნის საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობის შესახებ, საკმაოდ დაწვრილებით აღწერს ამ დროის ტრაპიზონს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლომოური ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 190.