ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ბიურო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გაერთიანებული საერთაშორისო ბიურო (BIRPI) (ფრანგ. Bureaux Internationaux Réunis pour la Protection de la Propriété Intellectuelle) იყო საერთაშორისო ორგანიზაცია. იგი შეიქმნა 1893 წელს ბერნის კონვენციის ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ და პარიზის სამრეწველო საკუთრების დაცვის კონვენციის ადმინისტრირების მიზნით. BIRPI არის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) წინამორბედი.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1883 — პარიზის კონვენცია სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1873 წელს შემოქმედთათვის წამოიჭრა აქტუალური საკითხი. მათ ეშინოდათ, რომ სხვები მოიპარავდნენ მათ იდეებს, რადგან არ არსებობდა ასეთი საკითხების რეგულირების საშუალება. ბევრმა არჩია არ დასწრებოდა გამოგონებების საერთაშორისო გამოფენას ვენაში (ავსტრია) იმ წელს. 1883 წელს პარიზის კონვენცია სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ მივიდა ამ საკითხის გადაწყვეტამდე და ეს იყო პირველი გადადგმული ნაბიჯი ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საქმეში.

1886 — ბერნის კონვენცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარიზის კონვენციის შემდეგ ჯერ კიდევ იყო გარკვეული ხარვეზები, ამიტომ 1886 წელს შედგა ბერნის კონვენცია ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ. ეს იმას ნიშნავდა, რომ ისეთ შემოქმედებით ნამუშევრებს, როგორიცაა მუსიკა, წიგნები და ნახატები, ასევე ენიჭებოდა დაცვა.

1893 — BIRPI-ს დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1893 წელს პარიზის კონვენციით დაარსებული საერთაშორისო ბიურო და ბერნის კონვენციით შექმნილი საერთაშორისო ბიურო, ორივე ადმინისტრაციული ამოცანების შესასრულებლად გაერთიანდნენ და ჩამოყალიბდა BIRPI.

1960 — გადასვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად ბერნში (შვეიცარია) დაფუძნებული BIRPI გადავიდა ჟენევაში 1960 წელს.

1970 — სახელწოდების შეცვლის კონვენცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

BIRPI ჩაანაცვლა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO). კონვენციამ სახელი შეცვალა, თანაც ის სამთავრობათაშორისო ორგანიზაციად იქცა, რომელსაც წევრი სახელმწიფოები ხელმძღვანელობენ.

BIRPI-ის ბოლო დირექტორი იყო გეორგ ბოდენჰაუზენი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.wipo.int/about-wipo/en/history.html