ინკლუზიური განათლება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ინკლუზიური განათლება ან ინკლუზიური სწავლებაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა ჩართვა ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში სხვა მოსწავლეებთან ერთად. ინკლუზიური სწავლება ითვალისწინებს სასწავლო გეგმების, პროგრამებისა და შეფასების სისტემის შედგენას, რომელიც საშუალებას მისცემს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს, სრულფასოვნად იყვნენ ინტეგრირებული სასწავლო პროცესში და არ დასჭირდეთ სპეციალური კურსების გავლა.

ბავშვის უფლებების კონვენციის თანახმად, განათლების მიღება ყველა ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა. კონვენციაში გამოკვეთილი თითოეული უფლება ეხება ყველა ბავშვს ყოველგვარი დისკრიმინაციული გამონაკლისის გარეშე.

ინკლუზიური განათლების მიზანია, ყველა ბავშვს მისცეს თანაბარი შესაძლებლობა თანატოლებთან ერთად სწავლისა და ხარისხიანი განათლების მიღებისა საცხოვრებელ ადგილთან ახლოს.

ინკლუზიური განათლების საერთაშორისო მოდელის[1] მიხედვით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის და კლასის სრულუფლებიანი წევრია. ის სრულად უნდა მონაწილეობდეს სასკოლო და საკლასო აქტივობებში; სკოლაში მიმდინარე აკადემიურ (მაგ. წერა, კითხვა) და არააკადემიურ (მაგ. დასვენებებზე თანატოლებთან თამაში) პროცესებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]